სიახლეები
სამასწავლებლო

რამდენად შრომატევადია მასწავლებლებისთვის ნიშნების გამოყვანის ახალი სისტემა ? - სკოლის დირექტორები ახალ სქემას აფასებენ
03-06-2020
-
+


მასწავლებლები მიმდინარე სემესტრში შეფასების ახალი სქემის მიხედვით იხელმძღვანელებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებს მოსწავლეთა შეფასების ახალი სქემა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გააცნო.

ახალი სქემის მიხედვით, სკოლას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ შეაფასებს მოსწავლეს წლის ბოლოს, მხოლოდ პირველი სემესტრის ნიშნისა და მეორე სემესტრის 6 კვირის ქულების გათვალისწინებით თუ ონლაინ სწავლებაში ჩართულობისა და აქტივობების შესაბამისადაც.

etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად შრომატევადია მასწავლებლებისთვის ნიშნების გამოყვანის ახალი სისტემა და უფრო გაურთულდათ თუ არა პედაგოგებს სამუშაო? - ამის გასარკვევად სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი:

„საერთოდ, ნიშნის გამოყვანა სანერვიულო საკითხია. ამჯერად, პირველი სემესტრის ქულები უნდა დავწეროთ, მე-12 კლასელები ასე შევაფასეთ და მათთან პრობლემა არ გვქონია პირველი სემესტრის ნიშნებთან დაკავშირებით. ასევე ვიზამთ სხვა კლასებთანაც. ნიშნების გამოყვანის პროცესი შრომატევადია ინტელექტუალური მხრივ, ასევე, ყველა ბავშვი უნდა გავითვალისწინოთ - რა პრეტენზიები ექნებათ. ურთიერთობები სრულყოფილი არ იყო დისტანციური სწავლების დროს. ყველა ბავშვს დავეკონტაქტებით და თუ პრეტენზია არსებობს პირველი სემესტრის ნიშანთან დაკავშირებით და ამაღლება ენდომებათ, არსებობს რეგულაციები და იმით ვიხელმძღვანელებთ. დისტანციური სწავლების დროს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას ვიყენებდით, ზოგი წერდა ნიშნებს და შემდეგ ეს ქულებიც გაითვალისწინეს, თუმცა ყველა პედაგოგი არ წერდა დისტანციური სწავლების დროს ქულებს“.

ხულოს მუნიციპალიტეტის ფაჩხის საჯარო სკოლის დირექტორი როლანდ ბოლქვაძე:   

„ონლაინ გაკვეთილებს რომ ვატარებდით, შეფასებებს ხომ ვახდენდით? ქულებსაც ვწერდით, ვინიშნავდით. ქულების საფუძველზე გამოგვაქვს საშუალო ნიშანი. პირველი სემესტრის ნიშნები მე-12 კლასელებთან გამოვიყენეთ, პირველ კლასში ნიშნები არ იწერება რეკომენდაციები დაწერეს მასწავლებლებმა. ყველა მასწავლებელს დავავალე, რომ ქულები დაწერონ შესაბამისად ონლაინ სწავლების პირობებიდან გამომდინარე. ონლაინ სწავლების დროს განმავითარებელი შეფასებით ვაფასებთ, შესრულებულ ნამუშევრებსაც ვაფასებთ და ვფიქრობ მოსწავლეთა შეფასება არ გაგვიჭირდება“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ულაშლოს საჯარო სკოლის პედაგოგი ბექა თოშხუა:   

„არც ისეთი შრომატევადი მგონია საბოლოო სემესტრული ნიშნის გამოყვანა. ჯერჯერობით მუშაობის პროცესში ვარ. ეს ყველაფერი ახალია ჩვენთვის. დისტანციური სწავლების დროს ქულები არ დამიწერია, მაგრამ აქტივობებისა და ჩართულობის მიხედვით შესაძლებელია შესაბამისი ქულების მინიჭება. ქართულს როგორც მეორე ენას ვასწავლი. პირადად ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს ნიშნის გამოყვანის პროცესი და პირიქით, საინტერესო და სასიამოვნო სიახლეა“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უშარიძე:

„ნიშნების გამოყვანისას პირველი სემესტრის ქულებით ვიხელმძღვანელებთ, მაგრამ ჯერ საბოლოო სემესტრული ქულები არ გამოგვიყვანია. გავითვალისწინებთ ამ სემესტრის იანვრის და თებერვლის ნიშნებსაც, პირველ სემესტრსა და მეორე სემესტრის 6 კვირას. დისტანციური სწავლების დროს ქულებს არ ვწერდით“.

ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ოსიტაშვილი

„სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სქემიდან, ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ - პირველ სემესტრს დამატებული მეორე სემესტრის 6 კვირა და დისტანციური სწავლებით მიღებული შედეგები. ამ შეფასებების საშუალო არითმეტიკულს გამოვიყვანთ. არანაირი ზედმეტად შრომატევადი არ არის ეს პროცესი. საბოლოო შედეგს ვდებთ იმისას, რაც აქამდე გავაკეთეთ. ჩვენ ჩვენი შეფასების კრიტერიუმების, რაც გვქონდა სასკოლო სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, მცირეოდენი ცვლილება მოვახდინეთ და დავუქვემდებარეთ არსებულ მდგომარეობას“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის აღკულის საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი ანასტასია ოქროპირიძე:

„დისტანციურმა სწავლებამ კი ჩაიარა წარმატებით, მაგრამ ვიზუალურად ბავშვებთან კომუნიკაცია მაინც სულ სხვაა. ჩვენს სკოლაში ორი ბავშვი სწავლობს. პირველი სემესტრის ნიშნით დავუწერთ ქულებს, ჩვენს შემთხვევაში ერთი მე-5 კლასშია და მეორე - მე-4 კლასში. ერთს ისედაც განმავითარებელი შეფასებით ვაფასებთ და მეორეს პირველ სემესტრში არ ჰქონდა ნიშანი დაწერილი და მიმდინარე სემესტრის მიხედვით დავუწერთ ქულას“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება