მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი თემაზე - „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება „განათლების სისტემის გამოწვევები“ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდა. მასწავლებელმა, დისკუსიის ფარგლებში, კონფლიქტის გადაჭრის ხედვებზე ისაუბრა და ექსპერტებს საკუთარი შეხედულებები წარუდგინა.
„2020 წლის 28 მაისს ხუთშაბათს 17:00სთ-18:30 სთ ონლაინ პლატფორმა „ზუმში“ „მშვიდობის და განვითარების ცენტრის ინიციატივით“ (CPCD) მოეწყო ონლაინ დისკუსია თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება „განათლების სისტემის გამოწვევები“.
ონლაინ დისკუსიაზე მიწვეულნი იყვნენ ექსპერტები კონფლიქტოლოგიის დარგში და ასევე სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
მომხსენებლები იყვნენ:
ივანე აბრამაშვილი -„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი: ნათია ჭანკვეტაძე - მკვლევარი, სამშვიდობო განათლების სპეციალისტი.
მოდერატორი ნინო კალანდარიშვილი - „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე.
ონლაინ დისკუსია მიჰყავდა ეთიკო ბენდელიანს.
შეხვედრის მიზანი იყო მოეხდინათ საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების, კოორდინაცია. ონლაინ დისკუსია გაიხსნა უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომების განვითარებისა და ინტეგრაციის შესახებ გზების ძიებით რეკომენდაციებით, რომელებიც პროექტით გათვალისწინებულ დოკუმენტში იქნება ასახული.
პროექტის ისტორიულ გასაყარზე, „სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ ხორციელდება „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“, „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.
საკითხი შეეხო აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტებს.
ექსპერტებს აინტერესებდათ რამდენად არიან გათვითცნობიერებულები მოსწავლეები ამ კონკრეტული საკითხების ირგვლივ, აქვთ თუ არა საკმარისი ლიტერატურა სკოლებს კონფლიქტის გადაჭრის რა მექანიზმებს იცნობენ.
დისკუსიამ საინტერესო სახე მიიღო. ქალბატონმა ლამზირამ კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა ხედვებზე ისაუბრა, ექსპერტებს საკუთარი ხედვა წარუდგინა რომ შეეტანათ სახელმძღვანელოში შუა საუკუნეებში საქართველოში მოქმედი „მანდილის ინსტიტუტი, რათა მოსწავლეებმა შემდგომში კარგად გააცნობიერონ მისი არსი, საუბარი ეხებოდა თამარ მეფის და ყუთლუ არსლანის დაპირისპირებას. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოებში ინფორმაცია მწირია, მოითხოვს ძიებას, არქივებიდან მასალების ამოღებას, საკმაოდ დიდი შრომას, რათა მივიწყებული, მიჩქმალული ინფორმაციები განახლდეს და მოსწავლეებამდე მივიდეს, ასევე გასათვალისწინებელია ამ კონკრეტული საკითხის მცირე დოზით შეტანა სამოქალაქო განათლებაში, რელიგიის ისტორიაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიაში, და ისტორიაში კი უფრო გავრცობილად.
ეს იყო პირველი შეხვედრა. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მოიწვევენ კიდევ რამდენიმე შეხვედრას, რომელსაც ექნებოდა უფრო სიღრმისეული წვდომა და სახელმძღვანელოში შეიტანენ იმ ცვლილებებს, რასაც მოისმენენ სამოქალაქო განათლების პედაგოგებისგან.
ექსპერტებმა ჩაინიშნეს სტუმრებისგან მიღებული ინფორმაცია, რეკომენდაციები. საუბარი შეეხო გამოწვევებს, რისკებს მათ შეკითხვებზე: თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ისწავლონ კონფლიქტის გადაჭრის მრავალფეროვანი ხედვები და რა აქტივობები იქნება გამოყენებული, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისგან მიიღეს პასუხები, რომ ეს იქნება ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, როგორიცაა: დისკუსია, დებატები, პროექტული სწავლება, თავისუფალი გაკვეთილები, სიმულაციური თამაშები. სენსიტიური მიდგომებით კონფლიქტების გადაჭრა მოსწავლეებს გამოუმუშავებს კრიტიკული აზროვნების უნარს, მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს, მიიღებენ გარკვეულ გამოცდილებას და მოსწავლეები შეძლებენ ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში, პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციას ინდივიდებთან და ჯგუფებთან და საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტ რეალიზებას.
ონლაინ რეჟიმში გამართული დისკუსია გაგრძელდება, რომელიც ორიენტირეულია სამოქალაქო პედაგოგების რჩევების გათვალისწინებაზე და ისტორიის და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანაზე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც