მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა ვირტუალური ღონისძიებები. ამჯერად, პედაგოგებმა პირველი კლასის ზეიმი დისტანციურად ჩაატარეს. სკოლის დირექტორმა ლია მოსიაშვილმა ბავშვებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენო პატარა თვალებციმციმა, ხალისიანო, ენერგიულო, პირვეკლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას. დაგილოცავთ გზას და გისურვებთ ასეთი შემართებით, წარმატებით დაძლიოთ ყველა ის გამოწვევა და სიახლეები, რაც გაზიარებთ ცოდნას და იმ უნარჩვევების განვითარებას გზას, რომ გაგიკვალავთ წარმატებისაკენ.
დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომელიც ვირტუალურ სივრცეში მოგვიძღვენით, დღე, რომელიც გაგვილამაზეთ და გაგვიხალისეთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი შესაძლებლობებით და დაგვაიმედეთ, რომ ხართ ნამდვილად მოტივირებული და წარმატებული თაობა, რომლებმაც ხალისით გაართვით თავი ვირტუალ სივრცეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს გვერდში დგომისა და იმ პასუხისმგებლობისათვის, რომელიც პირველი კლასის მშობელს უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ ნანა გიორგანაშვილს, რომელმაც შეძლო შეუძლებელი და ასე ლამაზად დაგეგმა ღონისძიება, წარმოადგინა მისი მოსწავლეების შესაძლებლობები კრეატიულად და შთამბეჭდავად.
დიდი მადლობა ქ-ნ ნანა ოხანაშვილს, რომელმაც ლამაზი სიურპრიზით, ვიდეო რგოლით გაულამაზათ ღონისძიება, ქ-ნ ნაზი გიგიაშვილს, რომელმაც აზიარათ უცხო ენას და ქ-ნ ელენე რამაზაშვილს, რომელმაც არ დაიშურა ძალისხმევა, რომ ყველა ის უნარები ჰქონოდათ ტექნოლოგიებში, რაც სასწავლო პროცესში დაეხმარებოდათ. ასევე მოუმზადათ ლამაზი ელექტრონული სერტიფიკატები, წარმატებული სასწავლო წლის დასაგვირგვინებლად.
თქვენ საუკეთესო კლასი ხართ, წარმატებები და წარმატებები. თქვენზე ძალიან შეყვარებული, თქვენი სკოლის დირექცია“,-წერია წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც