აჭარის შეჯამება - ნაწილი 1მაშინ, როდესაც
izrune.ge შეიქმნა, ვერავინ იფიქრებდა, რომ სწორედ ამ პროექტით ჩაეყრებოდა მტკიცე საფუძველი ფორსმაჟორულ ვითარებაში სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობას. თუმცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ საფუძველშივე, ნათლად დაინახა პროექტის საჭიროება და როლი მომავალი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში; სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ აჭარის მკვიდრ ყველა მოსწავლეს სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი)
izrune.ge-ში უსასყიდლოდ მონაწილეობის საშუალება მიეცა.
დისტანციური სწავლება მთავრობისთვის პრიორიტეტული რომ არის, ეს არაერთხელ დამტკიცდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ნათლად დაგვანახა, რომ როგორც აჭარის მთავრობა, ისე ცენტრალური ხელისუფლების დამეგობრება მზრუნველ პროექტთან აბსოლუტურად სწორი და მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული ნაბიჯი იყო.
აჭარელი ბავშვები ერთგვარად მომზადებულები შეხვდნენ ონლაინ-სწავლებას, მანამდე კი პროექტში ჩართულობით არაერთ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ
აჭარის ხელისუფლებისა და izrune.ge-ს ერთობლივი ძალისხმევითა და დამსახურებით, ადგილობრივი სკოლები მეტად გააქტიურდნენ და მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მეტი ინტერესი გაუჩნდათ... დღეს კი, როდესაც პანდემიის გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდნენ, დირექტორები სწორედ
izrune.ge-ს მნიშვნელოვან როლზე ალაპარაკდნენ ონლაინ-სწავლებისას. სასწავლო წელი იწურება და ჩვენც აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსთან განხორციელებული სამთვიანი პროექტის ერთგვარი ანგარიში გვინდა შემოგთავაზოთ: როგორი იყო სკოლებისთვის
izrune.ge-სთან თანამშრომლობა, რა დადებითი ასპექტები გამოიკვეთა პროექტში ჩართულობით და რა წვლილი მიუძღვის პლატფორმას მოსწავლეთა განვითარების კუთხით, ასევე გთავაზობთ ხელვაჩაურის, ხულოს და შუახევის ლიდერი სკოლების რეიტინგს.
შეჯამებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აქტიური და გამორჩეული საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს მივმართეთ, რომლებიც
izrune.ge-სთან თანამშრომლობის დეტალებზეც საუბრობენ და იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორ ზრუნავს მზრუნველი პროექტი მომავალ თაობაზე. თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ
izrune.ge ასეთ მასშტაბს ვერ მიაღწევდა, რომ არა
აჭარის ხელისუფლების თანადგომა და ზრუნვა იმაზე, ერთად აღვზარდოთ ჭეშმარიტად განათლებული თაობები!
გოჩა ზურაბაშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის, დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი:- პროექტში ჩართვა პირველ რიგში, მოსწავლეთა ინეტრესებიდან, მათი სურვილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. თავადაც ძალიან მოსწონთ, მე კი იმის თქმა შემიძლია, რომ
izrune.ge უღრმავებს ცოდნას, უმაღლებს მოტივაციას… უნდა ნახოთ, როგორ ელიან ტესტირების დღეს და ახლაც როგორ ემზადებიან მომავალი აქტივობებისთვის. თავდაუზოგავად მეცადინეობენ, რათა საუკეთესო შედეგებზე გავიდნენ და ასეც ხდება; მე კი, როგორც სკოლის დირექტორი, ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რაც მასწავლებლების ძალისხმევის გარეშე რთული იქნებოდა. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, მოსწავლეებიც წავახალისო და დამრიგებლებიც.
ლევან გოგიტიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, გოგინაურის საჯარო სკოლის დირექტორი:- მიხარია, რომ ჩვენი სკოლა
Izrune.ge-ში აქტიურადაა ჩართული, რადგან ეს პროექტი სრულადაა მიმართული მოზარდების დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ. შეუძლებელია, არ აღვნიშნო ისიც, რომ აჭარის განათლების სამინისტრომ უზრუნველყო - ჩვენი ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ამან მეტად გაზარდა დაინტერესება. საკმაოდ საინტერესო იყო ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარე სასწავლო წელს და მას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი.
სერგო ხოზრევანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:-
izrune.ge-ს საშუალებით, მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების, ინფორმაციის მიღებისა და საკუთარი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობა აქვთ. უვითარდებათ ყველა უნარი, რაც მოზარდს უნდა გააჩნდეს და ამ მხრივ პროექტით ძალიან კმაყოფილი ვარ. წარმოიდგინეთ, ახლაც, როდესაც ონლაინ-სწავლებაზე გადავედით, მუდმივად მიზიარებენ შთაბეჭდილებებს, ახარებთ საკუთარი მიღწევები... ემზადებიან შემაჯამებელი ტესტირებისთვის და მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც სწავლა, ცოდნის მიღება უნდა, ყველა კმაყოფილია - აანალიზებენ, დასკვნები გამოაქვთ, ეჩვევიან დამოუკიდებლად აზროვნებას და ეს მისასალმებელია.
ტარიელ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი: -
izrune.ge-ში ჩართულობა სტიმულია მოსწავლისთვის, მშობლისთვის, მასწავლებლისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ ტესტირებას, წინასწარ ემზადებიან, ცდილობენ ამომწურავი ინფორმაცია მოიძიონ, რათა ყველა შესაძლო კითხვას ზედმიწევნით კარგად უპასუხონ. ახლა, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ვართ გადასულები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვებისთვის აქ ახალი არაფერი იყო, რადგან საფუძველი
izrune.ge-ს უკვე მომზადებული ჰქონდა. ამიტომაც მარტივად გავუმკლავდით შექმნილ ვითარებას, მშობლებიც, მოსწავლეებიც, პედაგოგებიც ერთ გუნდად შეიკრნენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
ლევან სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: - პროექტში კარგა ხანია ჩართულია ჩვენი სკოლა და
izrune.ge-სთან თანამშრომლობას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ვისურვებდი, მაღალი კლასები უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ, რადგან
izrune.ge მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. იშვიათად, ბავშვებმა ტესტირება არ გაიარონ, ისიც მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების გამო, თორემ პროექტში მონაწილეობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მეც ვამაყობ მათი შედეგებით.
რამაზ ლომიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:- პირველ რიგში გეტყვით, თუ რამ განაპირობა ჩვენი ჩართვა ამ პროექტში -
izrune.ge ჭეშმარტად ქართული პროექტია! წამახალისებელია, მოსწავლეებში ქმნის მოტივაციას და აძლევს უდიდეს სტიმულს. წარმოიდგინეთ, როდესაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ izrune.ge-ში ჩართვაზე დიდხანს არც გვიფიქრია - გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ბავშვები მუდმივად იღებენ ენციკლოპედიურ ცოდნას, სწავლობენ, იძიებენ ინფორმაციას, ერთმანეთს ცოდნასა და განათლებაში „ეჯიბრებიან“ და რაც მთავარია, დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი გაუჩნდათ...
izrune.ge-ს შესახებ ბევრი დადებითი ასპექტის ჩამოთვლა შემიძლია და მერწმუნეთ, სრულიად გულწრფელი ვარ. პროექტის დადებითი გავლენა სკოლებზე თვალსაჩინოა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ
izrune.ge-ს დამსახურებით მშობელი დაუახლოვდა სკოლას. მარტივად რომ ვთქვათ, კმაყოფილია მშობელიც, მოსწავლეც, პედაგოგიც და რა თქმა უნდა, სკოლაც.
ბადრი გელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორი:- შეიძლება გადაჭრით ვთქვა, რომ პროექტის დაარსების დღიდან ვართ ჩართულები
izrune.ge-ში, რომელიც არაფორმალური განათლების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა და რომელიც ხელმისაწვდომია სოფლის ბავშვებისთვის. მშობლები ხედავენ ბავშვების მეტ-ნაკლებად ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლეებიც მუდმივად ცდილობენ, ინფორმაცია მოიძიონ და ეს ყველაფერი საგაკვეთილო პროცესზეც კი აისახა დადებითად - ბავშვები ბევრად აქტიურები გახდნენ.
მანანა შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: - როგორც კი პროექტს გავეცანით, მაშინვე ჩაერთო ჩვენი სკოლა და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ - ესაა ჭეშმარიტად საგანმანათლებლო პროექტი. მას შემდეგ ყოველი ხუთშაბათი ჩვენი მოსწავლეებისთვის საპასუხისმგებლოა, ყოველი შემაჯამებელი ტესტირება უკეთეს შედეგებზე გასვლის, საკუთარი შეცდომების აღმოფხვრის საშუალებაა და რაც მთავარია, მოსწავლეები წიგნს დაუბრუნდნენ. მუდმივად იძიებენ ინფორმაციას, იგებენ საინტერესო ფაქტებს, სწავლობენ, იმეორებენ შეძენილ ცოდნას და რაც მთავარია იციან - ტესტის გავლისას მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეეძლებათ.