სიახლეები
საინტერესო

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე
06-09-2017
-
+


ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი. ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. 

ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.

ის ცხოვრობდა ერთ ჩემ ამხანაგ გოცირიძესთან, მაგრამ დიდხანს ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და გასცილდნენ.

თბილისში რომ ჩამოვედი, მას ვერა ვხედავდი, მაგრამ ერთი მისი საქმე წამოიჭრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტში და მაშინ შევიტყვე, რომ მანგლისის მახლობლად თონეთში ყოფილიყო მასწავლებლად. თონეთელებიდან ასეთი საჩივარი მოვიდა: ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო. იქ გაგზავნეს გამოძიებისათვის წერა-კითხვის საზოგადოების საქმის მწარმოებელი იაკობ მანსვეტაშვილი და იმან მოიტანა ამბავი, რომ ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ისინი ერთმანეთს შეხებიან ხელით. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ ვაჟა-ფშაველამ მიატოვა იქ სამსახური.

შემდეგ მას ვხვდებოდი იშვიათად წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში და ვეცნობოდი მის ლექსებს და მოთხრობებს, რომელნიც ''ივერიაში'' იბეჭდებოდა. მაშინ მას უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც დიდსა და ორიგინალურ პოეტს. ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: ''რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო''. 

''ხუთშაბათობის სხდომებზე'', რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.

შემდეგ, როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების ცხოვრების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას: ''ამას შენზე უკეთესად ვერავინ ვერ შეგვიდგენს. გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს,ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვეულებანი, მისწრაფებანი და ხასიათები''. 

ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა – ''ფშაველი და მისი წუთისოფელი'', რომელიც დაბეჭდილია ''ძველი საქართველოს'' მე-2 ტომში. ეს ნაწარმოები ნამდვილი პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა საუბედუროდ მას აღარ დასცალდა.

შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი ლევანი პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ.

როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთან ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო, ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს.

ექვთიმე თაყაიშვილი - მოგონებები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება