მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოულოდნელად თავსდატეხილმა პანდემიამ ადამიანები გვაიძულა, უარი გვეთქვა ურთიერთობებზე, სახლში დავრჩენილიყავით და ასე გვემუშავა. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უხილავი ვირუსი ასე დააშორებდა ერთმანეთს, თუმცა ეს უკვე რეალობაა. ეს გამოწვევა სასწავლო პროცესსაც შეეხო, საქართველოს ათასობით მასწავლებელი გაკვეთილებს სახლიდან ატარებდა.
ბრიტანელი განათლების ექსპერტი ენტონი სელდონი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამბობდა, რომ 2027 წლისთვის მასწავლებლებს რობოტები ჩაანაცვლებენ. სელდონი არის პირველი ადამიანი, რომელმაც კონკრეტული თარიღი დაასახელა, თუ როდის უნდა ველოდოთ მასწავლებლების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სამსახურის გარეშე დატოვებს, ამაზე დიდი ხანია მსჯელობენ. რობოტებს უკვე იყენებენ ბირთვული კატასტროფის ადგილებში ნარჩენების დასასუფთავებლად, მშენებლობაზე. მათ შეუძლიათ იყვნენ ფინანსური ექსპერტები და სახლის დალაგებაშიც კი მოგეხმარონ. თუმცა მასწავლებლების ჩანაცვლება რობოტებით? ეს თითქოს დაუჯერებელია.
მასწავლებლობა მნიშვნელოვანი პროფესიაა და გარდა საგნის ცოდნისა, რომელსაც სკოლაში ასწავლის პედაგოგი, ერთდროულად რამდენიმე უნარს მოითხოვს. მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეების მეგობარი, აღმზრდელი, ფსიქოლოგი და რაც მთავარია მრავალმხრივი, რომ შეძლოს ყველა მოსწავლეს მიაწოდოს საჭირო ცოდნა და უნარები.
ენტონი სელდონი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მასწავლებელს მხოლოდ დისციპლინის უზრუნველყოფის ფუნქცია ექნება. ხოლო რობოტი მასწავლებლები შეძლებენ ყველა ბავშვი ჩართონ სწავლის პროცესში, მათ ექნებათ უნარი, აღიქვან მოსწავლეების ხმა, დააკვირდნენ მათ სახეებს და მიხვდნენ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია.
ბრიტანელი განათლების ექსპერტის თქმით, რობოტ მასწავლებლებს კიდევ რამდენიმე უპირატესობა ექნებათ, ისინი არასოდეს დააგვიანებენ სკოლაში და არასოდეს გააცდენენ გაკვეთილს ავადმყოფობის გამო.
ენტონი სელდონის მოსაზრებას არ ეთანხმებიან პროფესორების ნაწილი. University College London Knowledge Lab-ის პროფესორი როუზ ლაკინი ფიქრობს, რომ ვერცერთი ციფრული სისტემა ვერ შეძლებს, რომ ადამიანს კონკურენცია გაუწიოს ამ სფეროში.
„არ მჯერა, რომ რობოტს შეუძლია იმ ყველა მოვალეობის შესრულება, რასაც ადამიანი ყოველდღე ახერხებს, ასევე არ მჯერა, რომ რომელიმე რობოტი შეძლებს განივითაროს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა, რაც ადამიან მასწავლებლებს შეუძლიათ“,-აღნიშნა ლაკინმა.
თუმცა როუზ ლაკინი თანხმდება იმ მოსაზრებას, რომ განათლების სისტემის განვითარების პროცესში ადამიანურ რესურსთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც მნიშვნელოვანია.
მასწავლებლების რობოტებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა ცნობილი ბრიტანელი ბლოგერი ტერი ჰეიკიც:
„ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ერთ დღესაც, რობოტები ყველა ჩვენგანის ჩანაცვლებას შეძლებენ. რობოტები იმუშავებენ ფაბრიკა-ქარხნებში. რობოტები შეძლებენ ჩვენი სახლების დასუფთავებას, ისინი დაგვისვამენ დიაგნოზს საავადმყოფოებში. ისინი ლექსებსაც კი დაწერენ და შემოგვთავაზებენ შესანიშნავი მუსიკალური ჟღერადობის სიმფონიებს.
წარმოიდგინეთ, ადამიანები კი არა, თავად რობოტები შექმნიან ასეთ რობოტებს. ასე, რომ ძალიან მალე ყველგან აღმოვაჩენთ მეტალის არსებებს, რომლებიც გაგვიმარტივებენ ცხოვრებას. თუმცა ორაზროვანია „ცხოვრების გამარტივებასთან“დაკავშირებული შეხედულებებიც.
მთავარი კითხვა, რასაც ვეხებით არის ის თუ, როდის დადგება დღე, როცა რობოტები იქნებიან სასწავლო კაბინეტებში მასწავლებლების ნაცვლად. პირველ რიგში, ამ მოვლენის უკეთ წარმოსადგენად უნდა მოვახდინოთ იმის ვიზუალიზაცია, თუ როგორ ასწავლიან ერთდროულად მასწავლებლები და რობოტები, რა სახის სასწავლო პროგრამა იქნება შემუშავებული?
როდესაც რობოტები შეცვლიან მასწავლებლებს:
მასწავლებლებს მოუწევთ ბავშვების დარწმუნება, რომ ელაპარაკო, უსვამდე კითხვას და აბარებდე სასწავლ მასალას რობოტს, სულაც არ წარმოადგენს სიგიჟეს…
მასწავლებლებს უფრო მეტი დრო დარჩებათ იმუშაონ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებთან, დააკვირდნენ მათი სოციალიზაციის პროცესს, ოჯახში აღზრდას, კომუნიკაციას სხვა ბავშვებთან და ა.შ.
მასწავლებლებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი. ალბათ, არ ელოდით ამას რომ ვიტყოდი, როდესაც ამ სტატიის წასაკითხად შემოხვიდოდით. დიახ, მასწავლებლებს ექნებათ მეტი შემოსავალი, რადგან მათ დაეკისრებათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციები. რაც გულისხმობს მასწავლებელ რობოტებისა და მოსწავლეების კომუნიკაციას, არსებული ნაპრალის შევსებას.
მასწავლებლები შეძლებენ იმ სიტუაციების მართვას, რომელშიც რობოტები მოსწავლეებისგან წამოსულ ირონიას, სიბრალურს, აფექტურობას, მოთმინებას, ცნობისმოყვარეობას, ვერ აღიქვამენ,“- წერს ცნობილი ბრიტანელი ბლოგერი ტერი ჰეიკი საკუთარ ვებ-საიტზე.
დღეს, პანდემიის პირობებში, რობოტების მიერ მასწავლებლების ჩანაცვლების საკითხი უფრო აქტუალური გახდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სტუდენტები და მოსწავლეები 10- ჯერ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიიღებენ განათლებას რობოტებისგან, ვიდრე ადამიანებისგან.
თუ ენტონი სელდონის მოსაზრება გამართლდა, მასწავლებლებს რობოტების გარეშე სკოლაში მუშაობის 7 წელიღა დარჩათ, შემდეგ კი მეტალის მეგობრებთან ერთად მოუწევთ მომავალ თაობაზე ზრუნვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც