მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა არაფორმალური განათლებისთვის მრავალი აქტივობა ხორციელდება. მოსწავლეები დისტანციურად მონაწილეობენ დებატებში.
„არაფორმალური განათლება დღეს მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში. ისინი იძენენ უნარ-ჩვევებს, კომპეტენციებს, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს ექმნებათ მოტივაცია, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.
ამ კუთხით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში მრავალი აქტივობა ხორციელდება. 2020 წლის იანვრიდან სკოლას ერგო პატივი ძალიან იმ ორიოდე ათეულ სკოლას შორის მოხვედრილიყო, რომლებიც შეირჩნენ გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისათვის“, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“(GIDE) თავის ინოვაციურ და კომპეტენტურ გუნდთან ერთად.
როდესაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, ამ ინსტიტუტის ინიციატივით პროექტმა მოდიფიცირება განიცადა და საკლუბო მუშაობამ დისტანციური სახე მიიღო. რამაც მოსწავლეების მაღალი მოტივაცია გამოიწვია. ისინი კვირაში ორჯერ დისტანციურად მუშაობდნენ კლუბის ხელმძღვანელთან, სკოლის დირექტორთან და მათემატიკის მასწავლებელთან თინათინ ბიჭოლაშვილთან ერთად. სწავლობდნენ კარლ პოპერის ღირებულებითი ფორმატით ქეისის შექმნასა და მის წარდგენას. მეცადინეობები ძალიან საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობდა. ბოლოს კი მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინვიდეო კონკურსში, სადაც შერჩეულმა რეზოლუციებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლის დებატების კლუბის წევრები, მათი მშობლები და სკოლის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის"(GIDE) ხელმძღვანელს ქალბატონ თინათინ ცერცვაძეს, ამ პროექტის ერთ-ერთ სულისჩამდგმელ სოფო ვეფხვაძესა და მთელ გუნდს, რომელთა ინოვაციურმა მეთოდებმა, ის მძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, გაახალისა და დააინტერესა ჩვენი მოსწავლეები“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც