სიმსუქნე COVID-19-ით ავადმყოფობის დროს სიმსივნეზე სახიფათოა
05-06-2020
დაკოპირებულია
-
+
მეცნიერებმა კორონავირუსით ავადმყოფობის დროს სიმსუქნე უფრო სახიფათოდ მიიჩნიეს, ვიდრე სიმსივნე. ამის შესახებ საიტი MedRxiv წერს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებულ გროსმანის სახელობის მედიცინის სკოლაში კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 8 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის მძიმე ფორმით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა შორის ბევრი სიმსუქნით დაავადებული ადამიანია.
ამასთან 60 წელზე ახალგაზრდა პაციენტებში, ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ორჯერ უფრო ხშირად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.
ნავარაუდევია, რომ კორონავირუსი ჭარბი წონის ადამიანებისთვის უფრო სახიფათოა იმის გამო, რომ იმუნური სისტემა ჭარბი ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს, რის გამოც ვირუსის გასანადგურებლად მთელი ძალის გადატყორცნა არ შუძლია.