მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„განათლების ხარისის განვითარების შესახებ“ კანონში ავტორიზაციიისა და აკრედიტაციის ვადების გახანგრძლივების მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელსაც პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
კანონპრექტის მიხედვით ავტორიზაციის ვადა უნდა გაუხანგრძლივდეთ იმ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, და იმ პროგრამებს რომლებსაც ვადა 2020 წელს ეწურებათ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში ავტორიზაციის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხანგრძლივდება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში - 2021 წლის 1 ივლისამდე.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილზე, რომელსაც აკრედიტაცია ეწურებოდა მიმდინარე წლის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა ამ პროგრამების შეფასება. ამიტომ აუცილებელია პროგრამების აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივებაც.
„საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც აკრედიტაციის ვადები გასდიოდათ 2020 წლის განმავლობაში, ამ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისა და დასაქმებული პერსონალის ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, მედიცინის პროგრამებს, რომლებსაც აკრედიტაციის ვადა გასდიოდათ 2020 წლის განმავლობაში, აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ 2021 წლის 1 ივლისამდე. მედიცინის პროგრამებისთვის აკრედიტაციის ვადის უფრო ხანგრძლივი დროით გაგრძელების საჭიროება გამომდინარეობდა საერთაშორისო ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლისა და კლინიკური ბაზების შეფასების შესაძლებლობის ამ ეტაპზე შეუძლებლობიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია კანონრპექტში.
კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორი და ავტორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, რომელიც განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების მიღების შედეგად, გაცილებით მოქნილი გახდება საბჭოების საქმიანობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს, სტუდენტთა/მოსწავლეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, ექნებათ უფლებამოსილება:ა) ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადის ფაქტობრივად გაზრდა არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე;
ბ) ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმასთან ერთად, აუცილებლობიდან გამომდინარე, მიმდინარე ავტორიზაციის გაუქმების შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ემთხვევა დაწყებულ სემესტრს, საბჭოს უფლება ექნება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა დაუკავშიროს მიმდინარე წლის დასრულებას; ანალოგიურად, მოქნილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
დ) ამასთან, სტუდენტებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, მიმდინარე წელი დაასრულონ ამ დაწესებულებაში/პროგრამაზე თუ ისარგებლონ მობილობით და ამ დროის განმავლობაში მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება ამავე პროგრამაზე. იგივენაირად გადაწყდება საკითხი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების, ასევე (ხელახალ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში.
კანონპროექტის მიხედვით, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას, ორი ან მეტი პროფესიული პროგრამიდან რომელიმე პროგრამა არ არის შესაბამისობაში პროგრამულ სტანდარტთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, ავტორიზაციის გაუქმების ნაცვლად, აღნიშნული პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა
აქტივობებს მასწავლებლები - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...