მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის N1 საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება თბილი წერილით მიულოცა.
არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, მარტვილის N1 საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელები თბილი სიტყვებით გააცილა.
„ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო!
️გილოცავთ სკოლის დამთავრებას!!!
გვინდა გისურვოთ, რომ გზა, რომელიც უნდა გაიაროთ ცხოვრებაში, იყოს ბედნიერი, წარმატებული, მზიანი, სიყვარულითა და გამარჯვებებით სავსე!!!
იყავით ჰუმანურები, კეთილები, გულისხმიერები, თქვენ გარშემო თესეთ სიკეთე, სიყვარული და სიხარული.
გისურვებთ ისე გეცხოვროთ, რომ ️ სკოლამ, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარეთ, იამაყოს თქვენით. გახსოვდეთ „თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.. ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით..“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები