მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის გაცემული 36 სარეკომენდაციო დავალებიდან სამინისტრომ 21 საერთოდ არ შეასრულა.
„პარლემენტის მიერ 36 დავალება იყო გაცემული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის და მათი საქმიანობის შედეგად შესრულებულია 6 დავალება, ნაწილობრივ შესრულებულია 6 ხოლო უწყებას შეუსრულებელი აქვს 21 დავალება.
საანგარიშო პერიოდში უწყებას არ განუსაზღვრავს მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლის რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი.
არ შემუშავებულა წესი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავდა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებებში ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
სამინისტროს მიერ ასევე არ განხორციელებულა ისეთი საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფდა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული პირების საჯარო სკოლაში ჩარიცხვის წესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დადებითად შეაფასა განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული შემდეგი ნაბიჯები:
„ამასთან დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სამსახურების ზარდა და ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებისთვის დაფინანსების ზრდა“.
სახალხო დამცველის საპასუხოდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესაძლოა დროში გაიწელოს, თუმცა ისინი თანამშრომლობენ ომბუდსმენის აპარატთან და პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.
„ნამდვილად არ გვაქვს იმის განცდა რომ 100%-ით შევასრულეთ ის რეკომენდაციები, რომელიც მომზადებულია განათლების სამინისტროს მიერ.
მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 დღის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, მე ვახსენე ჩემს გამოსვლაში, და ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა, რომ ეს არ არის შესრულებული, თუმცა ჩვენ უკვე ინდიკატორები განვსაზღვრეთ და ესეც არის პროცესი.
.იმის თქმა მინდა, რომ ეს რეკომენდაციები ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია და ვითვალისწინებთ. შესაძლოა დროში იყოს ხანგრძლივად გაწელილი მაგრამ, ნამდვილად აღვნიშნავთ, რომ თანამშრომლობა არსებობს და ნაბიჯები წინ არის გადადგმული და რეკომენდაციები, რომლებიც არსებობს განათლების სამინისტროში ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი რომ ვცდილობთ შევასრულოთ“, - განაცხადა დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა