სიახლეები
სიახლეები

„ჰიგიენა-სანიტარია დღეს ჩვენთვის პრიორიტეტია“ - სამინისტრო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შემოდგომამდე გეგმავს
04-06-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აღნიშნავს, რომ უწყების მიერ გამოვლენილია ყველა სკოლა, რომელსაც საპირფარეშო და წყლის მომარაგება სჭირდება.

პარლამეტში გამოსვლისას ეკატერინე დგებუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. 

ჰიგიენა-სანიტარია დღეს ჩვენთვის არის პრიორიტეტი. უკვე იდენტიფიცირებულია ყველა სკოლა, სადაც სჭირდებათ საპირფარეშოები, სადაც არის საჭირო ასევე წყლით მომარაგება და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს რეაბილიტაციის პროექტები. დიდი იმედი გვაქვს მოვასწრებთ და ახალ სასწავლო წელს შევხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - განაცხადა ეა დგებუაძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშის მიხედვით, საჯარო სკოლების შემოწმება საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი) ჩატარდა.108 საჯარო სკოლა შემოწმდა და გამოიკვეთა, რომ სკოლების დიდ ნაწილში სასმელი და სამეურნეო წყალი ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ანგარიშის მიხედვით 16 სკოლას სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მოუწესრიგებელია საპირფარეშოები და მათი უმეტესობა ეზოშია განთავსებული. საპირფარეშოს ჯიხურებში ხელსაწმენდი საპონი 108 სკოლიდან მხოლოდ 48-შია, ხელსაწმენდი - 29-ში, წყალჩამრეცხი სისტემა კი 29-ში მუშაობს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება