TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

საქმე მხოლოდ ასაკში არ არის: ვისთვის არის ფატალური კორონავირუსი? - მამაკაცებს 13 წელს ართმევს, ქალებს 8-ს
26-07-2020
-
+


კორონავირუსით გარდაცვლილები დიდხანს ისედაც ვერ იცხოვრებდნენ, ასაკის ან თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამო, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ეს მტკიცებულება მცდარია: კორონავირუსი საშუალოდ მამაკაცებს 13 წელს ართმევს, ქალებს 8-ს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსით ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. მაგრამ მოხუცები და გარკვეული დაავადებების, მაგალითად ასთმის, დიაბეტის, გულის დაავადებების მქონე ადამიანები ინფექციის მძიმე ფორმების განვითარების რისკის ქვეშ არიან.

დაახლოებით 80 პროცენტ შემთხვევებში დაავადება მსუბუქი ან ზომიერი სიმპტომებით მიმდინარეობს. მძიმე შემთხვევები დახლოებით 13 პროცენტია და დაახლოებით 5 პროცენტი კი კრიტიკული, აჩვენა ჩინელი მეცნიერების კვლევამ.

მოხუც ადამიანთა შორის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტია და 14,8%-ს შეადგენს. ცხრა წლამდე ასაკის ბავშვებში ლეტალური შემთხვევა არ რეგისტრირებულა.

39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სიკვდილიანობის დონე 0,2 პროცენტს შეადგენს და ასაკთან ერთად იზრდება: 40 წლის ადამიანებში კონონავირუსით გარდაცვალების რისკი შეადგენს 0,4 პროცენტს, ორმოცდაათი წლის ასაკში კი - 1.3 პროცენტს.

მამაკაცები ქალებზე ხშირად კვდებიან - 2,8 პროცენტი 1,7%-ის წინააღმდეგ. ცნობილი იტალიელი ნეირობიოლოგი დიეგო რედოლარი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა თამბაქოს მოხმარებასთან იყოს დაკავშირებული.

ასევე ხშირად კორონავირუსის მსხვერპლნი ხდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტები.

კორონავირუს SARS-CoV-2-ით სიკვდილიანობის დონე აშშ-ში 1,3 პროცენტს შეადგენს, ასეთ მაჩვენებელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფესორი სიეტლე ანირბან ბასუ ასახელებს. შედეგად, ეს ინფექცია ათზე მეტჯერ სასიკვდილოა სეზონურ გრიპზე, რომლის სიკვდილიანობის დონე დაახლოებით 0,1 პროცენტს შეადგენს. 

ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ 1,8-ჯერ უფრო ხშირად გადააქვთ დაავადება მძიმე ფორმით ან შესაძლოა ასაკის მიუხედავად​ გარდაიცვალონ ​.

მათთვის კი, ვისაც დამატებით ორი ქრონიკული დაავადება აქვს, რისკი 2,6-ჯერ იზრდება.

გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შოტლანდიის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად გარდაცვლილთა შორის კვლევა ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცებს შეეძლოთ საშუალოდ 13 წლით მეტი ეცხოვრათ, ქალებს კი - 8.

მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები მოხუც ადამიანებში მაღალ სიკვდილიანობას აჩვენებს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც კორონავირუსით იკურნებიან ადამიანები, რომლებიც 100 წლის არიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება