სიახლეები
სიახლეები

ყველა ცვლილება, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ კვირაში შევიდა
05-06-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით ეროვნული სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა, კლასების მიხედვით ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა, შეფასებების მეთოდები, ქულების გამოსწორებისთვის საჭირო აქტოვობები, მოსწავლის დასწრებისა და შეფასების აღრიცხვის წესი და მასწავლებლის საათებისა და ანაზღაურების გაანგარიშება. 

1. დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:

კლასების მიხედვით მაქსიმალური დასაშვები საათები (ასტრონომიული) დღეში:

I-III - 1 საათი;

IV-V - 1 საათი;

VI-VIII - 1.5 საათი;

IX - 1.5 საათი;

X-XII - 2 საათი.

2. ონლაინ აკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 30 წუთი;
გ) X-XII კლასებში  – 40 წუთამდე.

3. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

4. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

2019-2020 სასწავლო წელს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე II სემესტრში მოსწავლეები შეფასდებიან I-IV კლასებში განმავითარებელი, ხოლო V-XII კლასებში განმავითარებელი და/ან განმსაზღვრელი შეფასებით სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შეთავაზებული ფორმით.

ქულების გამოანგარიშების წესით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები:

1. განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის მიზნით, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის განისაზღვროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი წესი:

ა) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ქულა;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით) ან მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

გ) V კლასის II სემესტრის შემთხვევაში – 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

დ) (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების  (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით ან 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

შენიშვნა: სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას რომელ შესაძლებლობას/შესაძლებლობებს გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0 ან მეტი და მიღებული აქვს ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას, სურვილი აქვს აიმაღლოს წლიური შეფასება:

ა) მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში;

გ) მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე;

დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ  დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის რომელიმე საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0-ზე ნაკლები და/ან არ აქვს მიღებული ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში:

ა) სკოლის ადმინისტრაცია  2020 წლის 1 სექტემბრამდე მოსწავლეს აძლევს  შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა.

4. თუ IX კლასის იმ მოსწავლეს, რომელიც ასრულებს სავალდებულო საბაზო საფეხურს და გადის ზოგადი განათლების სისტემიდან და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს  შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით  განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

5. იმ შემთხვევაში, თუ XII კლასის მოსწავლეს სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

6. მოსწავლეებს, რომელთაც არ აქვთ I სემესტრის შეფასება ისეთ საგანში, რომელიც არ ისწავლება II სემესტრში, უნდა მიეცეს შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალების შესრულების საშუალება, რის საფუძველზეც მიღებული განმსაზღვრელი შეფასება იქნება საგნის წლიური ქულა.

7. მოსწავლეებმა, რომლებმაც 2020 წელს ექსტერნატის ფორმით დაძლიეს კლასი და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრიდან ჩაირიცხნენ მომდევნო კლასში, ასევე იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შეჩერებული სტატუსი აღიდგინეს II სემესტრიდან და არ აქვთ პირველი სემესტრის შეფასება, ყველა საგანში მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში უნდა შეასრულონ მინიმუმ ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალება, რომლის განმსაზღვრელი შეფასება წარმოადგენს წლიურ შეფასებას.

8. მოსწავლემ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური გეგმით მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში. ინდივიდუალური გეგმის დაძლევა დადასტურდება ერთ შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასებით, რომელიც წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.

9. პირს, რომელმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიიღო ზოგადი განათლება და ვერ ადასტურებს უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტს, წლიური ქულის გამოყვანის მიზნით:

ა) უნდა აღუდგეს მოსწავლის სტატუსი;

ბ) 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე, დისტანციური ფორმით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ამ მოსწავლემ უნდა გაიაროს  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კლასის საგნები;

გ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე ამ მოსწავლეს აძლევს ორ შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

დ) აღნიშნული მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის  წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

კიდევ ერთი სიახლე მოსწავლეების აღრიცხვას გულისხმობს - მასწავლებელს არა-ს დაწერის ვალდებულება არ აქვს, თუმცა ინდივიდუალურად უნდა აღრიცხოს შეფასებები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან. მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნული მიმდინარე შეფასებები სემესტრული/წლიური/საბოლოო შეფასებების გამოყვანის მიზნით სასწავლო წლის ბოლოს გადაიტანოს ჟურნალში.

და ბოლოს, განათლების მინისტრის ახალი ბრძანებაა მასწავლებლის საათების განაწილებისა და ანაზღაურების შესახებ დისტანციური სწავლებისას

„2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს.

შენიშვნა: დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება