მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო ბაღები შეზღუდვების მოხსნას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადებას კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამისი მიმართვა მოამზადა და პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადააგზავნა.
ბაღების წარმომადგენლებმა იგივე შინაარსის წერილი მერიას, ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს.
„ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ. აღმზრდელები ამბობენ რომ, მათთვის მუშაობის სპეციალური გრაფიკი უნდა მომზადდეს და ამის შემდეგ მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ. კერძო ბაღები ვეღარც იჯარის საფასურს იხდიან, ვერ სრულდება ფინანსური ვალდებულებები.მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ბაღებში დასაქმებულთა მდგომარეობაც, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა უხელფასოდ დარჩა.
კერძო ბაღების პეტიციას მშობლებიც შეუერთდნენ. მიმართვას 1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, მოქალაქეების უმრავლესობას სახლში ბავშვების დატოვების საშუალება არ აქვს. კერძო ბაღებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში მათ მუშაობის განახლების უფლებას მისცემენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა