სიახლეები
სკოლები

„ვირტუალურად გახსნილი კარი“- თბილისის N62 სკოლის მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე დისტანციური სწავლების შედეგებზე წერს
08-06-2020
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე დისტანციური სწავლების სირთულეებსა და შედეგებზე გვიამბობს. პედაგოგი დეტალურად გადმოგვცემს, როგორ შეხვდა სკოლა ახალ გამოწვევას და რა შედეგებს მიაღწია სამი თვის განმავლობაში.

ვირტუალურად გახსნილი კარი

პანდემიის თანმდევი იყო შიში, შიში დაშორების, შიში ჩაკეტილი სივრცის, დავიწყებული ცოდნის, გაციებული ურთიერთობის. თუმცა ყველა წინააღმდეგობა, ყველა ბარიერი იმისთვის არსებობს, რომ დაიძლიოს, გადაილახოს. ამ შემთხვევაში საჭირო იყო ალტერნატიული გზების ძიება, დისტანციური სწავლება ის იარაღი აღმოჩნდა, რომელსაც უნდა დაეძლია შიში, სივრცე, დრო.

ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლაში იყო სურვილი, მზაობა, მაგრამ არ იყო გამოცდილება, ელექტრონული სწავლება დამატებით მოითხოვდა ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. თვალშისაცემი იყო ენთუზიაზმი, სურვილი, მონდომება, რაც მოსწავლეთა სიყვარულმა განაპირობა, ალბათ, ეს უპირველესი მიზეზია იმისა, რომ განათლების სამინისტროს შეთავაზებებს ყველა მასწავლებელმა დაუჭირა მხარი, დაიწყო გრძელი, რთული გზა სწავლისა და სწავლების, მარათონი სირთულეების დაძლევის.

ხალხური სიბრძნე გვეუბნება „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ასეც არის. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი თავდადება იყო შესაძლებელი, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ მცირე დროში შეიძენდა ტექნოლოგიურ უნარებს თითოეული ჩვენგანი, რომ ეს გამოწვევა მოიტანდა ახალ მიდგომებს, ახალ აქტივობებს, ახალ ინტერესებს გააჩენდა. სკოლაში არსებული ხშირად სტანდარტული დავალებები შემოქმედების ნიმუშებად იქცა, მოსწავლეს საშუალება მიეცა გაცნობოდა უამრავ რესურსს, რასაც ელექტრონულად აწვდიდა პედაგოგი, სახალისო დავალებებმა მათ ხელი შეუწყო თვითგამოხატვაში, ისინი წერდნენ ინტერვიუს, მიყავდათ რეპორტაჟები, აკეთებდნენ ვიდეომიმართვებს, წიგნის რეკლამებს, თითქოს ოთახში ჩაკეტილებმა იგრძნეს, რომ შეუზღუდავი ფიქრის უფლება, თავისუფლება მიიღეს საჩუქრად.

მასწავლებლებმა გადალახეს სივრცე, გადალახეს შიში, კარი გახსნეს და უშიშრად შევიდნენ მოსწავლეთა სახლებში. მუდამ სასურველი იყო მშობელთა დაახლოება სასკოლო პროცესებთან, ეს შეძლო ელექტრონულმა სწავლებამ. ჩვენ ვკითხულობდით, ვისმენდით მშობელთა აღფრთოვანებულ გამოხმაურებებს: „დიდი მადლობა უზარმაზარი შრომისთვის“, „თურმე არ გვცოდნია, რამდენს შრომობს მასწავლებელი“, „სამსახურიდან სწრაფად გავრბივარ სახლისკენ, რომ თქვენს გაკვეთილს მეც დავესწრო“, „აი, თურმე რა ხდება გაკვეთილზე, როგორი საინტერესოა ცოდნის შეძენის პროცესი, როგორ შლით თემებს“, „ჩვენი შვილები იმას აკეთებენ, რაზეც ჩვენ მხოლოდ გვიოცნებია“. ამ გამოხმაურებებმა აშკარა გახადა მასწავლებლის ამაგი, მშობელთა მადლიერება კი, დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა მათთვის.

ასე ჩაიარა სამმა თვემ, სიყვარულით, შრომით დაიძლია ახალი გამოწვევა, დაიძლია შიში, დრო, სივრცე, მაგრამ მაინც დარჩა მწვავე მონატრება მოსწავლეთა სხივებიან თვალებში ჩახედვისა, უხმოდ რომ შეგიძლია იგრძნო, მიხვდე, უპასუხო...

ჟიული შარტავას სახელობის
თბილისის N62 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე

წერილი გამოგზავნილია Etaloni.ge-ს სააზროვნო თემის - „დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი" ფარგლებში

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მეათე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა - მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ მაგრამ ვერ შეძლეს

სტუდენტებისთვის დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა, რომელიც 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება 

„წახალისება არ გაიცემა, თუ თვის განმავლობაში მსმენელი არ დაესწრება სასწავლო პროცესის 80%- ზე მეტს“ - რომელ სტუდენტებს ეხებათ დოკუმენტი

როგორ გამოითვლება საფეხურის ქულა - განმარტება საგნის პედაგოგებისთვის

მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება; სტატუსების ასახვა, მოსწავლეთა მობილობა, საგნების დამატება და ა.შ


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„ხატვა, როგორც თერაპიის ერთ-ერთი სახე, მოსწავლეებისთვის იქცა დადებითი ემოციების წყაროდ“

აქტივობა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად სახალიო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება