მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა - „თუთა“ პროექტი - „ოთხი ჰიმნი საქართველოში“ განახორციელა.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები: ქრისტინე კილასონია, მათე ჯიჯელავა, დიანა გვასალია, ანა შამათავა, მე-8 კლასელები: მარიამ ბარამია, ქრისტინე აბაკელია, აკაკი კუჭავა, ნინო დგებუაძე, მე-9 კლასი: მარიამ მიმინოშვილი, ჯესიკა ქუცურუა, ზურაბ გაბუნია
პროექტის ხელმძღვანელი: ლუარა ჯიქია, მასწავლებელი ქართული სიტყვიერებისა.
„ის ფაქტი, რომ, ლამის, 90 წელში საქართველომ 4-ჯერ „გამოიცვალა“ ჰიმნი და ჰერალდიკა, დასტურია ქართველი ერის შეუნელებელი სწრაფვისა დამოუკიდებლობისაკენ.
და იყო
117 წლის ოკუპაციისაგან ( 1801 წ.) თავდაღწევის შედეგი - 1918 წ. 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება
და იყო
ხელახალი ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წ. 25 თებერვალს: „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“ და „გაშავდა მამადავითი“. (კოლაუ ნადირაძე, კონსტანტინე გამსახურდია)
და იყო
გაუგგონარი დემოგრაფიული „წმენდა“ – 1924, 1937, 1956 წწ. დახვრეტები
და იყო
სახელმწიფოსთვის ენის წარტაცების კანონი - 1978 წ. 14 აპრილი; ერთადერთი უსისხლო ბრძოლა
და იყო
1989 წ. 9 აპრილი - სამშობლოსათვის თავგანწირვა ათასობით ადამიანისა და ოკუპანტისაგან მოკვდინებული 21 გმირისა
და იყო
1991 წ. რეფერენდუმი - II -დ აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობისა
და, მაინც, ტერიტორია საქართველოსი 2020 წ. 26 მაისსაც ოკუპირებულია, ხოლო ქვეყანა - დე იურედ დამოუკიდებელი, მაგრამ არა - დე ფაქტოდ!
დღეს 2020 წ. 26 მაისს, საქართველოს ერთ-ერთი სკოლის (ჟიული შარტავას სახელობის #2 საჯარო სკოლა) მოსწავლეთა კლუბი „თუთა“ თავისი მოსწავლურად ამაღლებული პროექტით ულოცავს სრულიად საქართველოს, საქართველოს ყველა შვილს, მცხოვრებს მთელ პლანეტაზე, საერთოდ, ყველა მებრძოლ ერს, ვინც თავის დამოუკიდებლობას იცავს და წარმოაჩენს ბრძოლის ეპოპეას საქართველოში, საქართველოში, რომელსაც 4-ჯერ მოუხდა გამოცვლა ჰიმნისა თავისი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ფრიადდაძაბული მდგომარეობისა გამო.
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ !
გისურვებთ, გისურვებთ, გისურვებთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას ოკუპაციისაგან!
ძირს- ოკუპაცია!
გაუმარჯოს საქართველოს: დიდება - ენას, მამულსა და სარწმუნოებას!
მარადიული ნათელი - ჩვენი სამშობლოსათვის თავგანწირულად მებრძოლ წინაპრებს, შორეული საუკუნეებიდან 9 აპრილის გმირთა ჩათვლით!
მარადიული ნათელი - სამშობლოსათვის თავდადებით მოღვაწე მამულიშვილებს !!!
პროექტში მონაწილეობდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები: ქრისტინე კილასონია, მათე ჯიჯელავა, დიანა გვასალია, ანა შამათავა, მე-8 კლასელები : მარიამ ბარამია, ქრისტინე აბაკელია, აკაკი კუჭავა, ნინო დგებუაძე, მე-9 კლასი: მარიამ მიმინოშვილი, ჯესიკა ქუცურუა, ზურაბ გაბუნია
პროექტის ხელმძღვანელი: ლუარა ჯიქია, მასწავლებელი ქართული სიტყვიერებისა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება