მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დისტანციური სწავლების შედეგებზე გვიამბობს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები მიღწეულია.
„აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა 2020 წლის მარტიდან აქტიურადაა ჩათული დისტანციურ სწავლებაში. შეიქმნა პრობლემა მოსწავლეების მხრიდან ინტერნეტის მიუწვდომლობის და შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, მაგრამ ხარვეზები ოპერატიულად გამოსწორდა, მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან ან არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა, უკავშირდებიან სატელეფონო ზარებით.
ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პროექტი ტელესკოლა. მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში და ყველა მათგანმა მოიპოვა სერთიფიკატი.
საბოლოო ჯამში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები მიღწეულია.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინკლუზიურ განათლებას. სპეცმასწავლებლები ცდილობენ სსსმ მოსწავლეებმა შეძლონ დასახული მიზნების მიღწევა.
მოსწავლეების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება სამინისტროს რეკომენდაციები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა