სიახლეები
საინტერესო

ვაქცინით ადამიანების დაჩიპვის შესახებ გეიტსმა კომენტარი გააკეთა - „უარყოფა საკმაოდ რთულია, ისეთი სულელური და უცნაურია“
23-06-2020
-
+


კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა კაცობრიობის კორონავირუსის ვაქცინის საშუალებით დაჩიპვის განზრახვის შესახებ ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა. Business Insider-თან ინტერვიუში, მილიარდერმა მისი მონაწილეობით შეთქმულების თეორია უარყო. 

გეიტსმა განაცხადა, რომ მას არასდროს ჰქონია საქმე მიკროჩიპებთან.

„ამის უარყოფა საკმაოდ რთულია, რადგან ეს ისეთი სულელური და უცნაურია“,- თქვა ბილ გეიტსმა.

მას ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც ვაქცინის საწინააღმდეგო განწყობამ კოროვირუსული ინფექციისგან კოლექტიური იმუნიტეტის შეძენა შეიძლება შეაფერხოს, რომელმაც უკვე მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბილ გეიტსმა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნის შემდეგ მთავრობებს მოუწოდა, პირველ რიგში, ის გაავრცელონ სახელმწიფოებში, რომლებშიც ჯანდაცვის სისტემა სუსტად არის განვითარებული.



როგორც ცნობილია, ბილ გეიტსი კორონავირუსის პანდემიის დროს შეთქმულების თეორიის გმირი გახდა: თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ ამერიკული კორპორაციის დამფუძნებელი პლანეტის მოსახლეობის დაჩიპვას გეგმავს. მათი აზრით, გეიტსი აპირებს კორონავირუსის ვაქცინის საშუალებით ადამიანებს ორგანიზმში ჩიპი შეუყვანოს. უცხოელი მკვლევარების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ში ასე რესპუბლიკელების ამომრჩევლების დაახლოებით 45% და დემოკრატების 20% -ზე ნაკლები ფიქრობს. 

ჭორების გავრცელებას ხელი შეუწყო ასევე იმან, რომ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად და მის შედეგებთან საბრძოლველად დიდი ოდენობით თანხა გამოყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება