მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთაინი ეროვნული გამოცდების სესიების რაოდენობა გაიზრდება, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თითოეულ სესიაზე 1/3-ით ნაკლები აბიტურიენტი იქნება. შესაბამისად გაიზრდება სესიების რაოდენობა და საგამოცდო პერიოდის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე დღით, თუმცა კარგია რომ ივლისშივე ვამთავრებთ. ამასთან, თუ კი არის ხანგრძლივი საგამოცდო სესია, მეორე სესია იმ დღეს აღარ იქნება. ორი სესია იქნება იმ შემთხვევაში თუ გამოცდის ხანგრძლივობა მცირეა“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.
აღნიშნულ ბრიფინგზე, საგამოცდო ცენტრებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმაც.
„საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს 24 საგამოცდო ცენტრში, რომლებიც განთავსებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თბილისსა და რეგიონებში. ეს გახლავთ ბათუმში, ხულოში, ზუგდიდსა და ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში თელავში, გორსა და რუსთავში. წელს მონაწილეობას იღებს 55 000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი. მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადები იყო გახანგრძლივებული და 30 მარტის ნაცვლად ეს გახლდათ 30 აპრილი. ყველა მსურველს, ვისაც სჭირდებოდა გამოცდებზე რეგისტრაცია, მიეცა დამატებითი შესაძლებლობა, რომ შეფერხების გარეშე დარეგისტრირებულიყვნენ“ - აღნიშნა მიცკევიჩმა.
ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სამაგისტრო გამოცდები კი 1 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ცნობილი გახდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასაცავი რეკომენდაციებიც.
ასევე დაგაინტერესებთ:
ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება
ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება - „აბიტურიენტებმა საწერი კალამი თავისი უნდა მოიტანონ“
რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე? - აკრძალული შემთხვევები
აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.