სიახლეები
სიახლეები

სერთიფიკატებმა რა ჰქმნა ანუ სამი „დაკოპირების“ ეფექტი
10-06-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. სკოლების უმეტესობისთვის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა რთული აღმოჩნდა ემოციური თვალსაზრისითაც, თუმცა პედაგოგების და მშობლებ-მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო პროცესი შედგა. 

არავინ დავობს რომ დაფასება მნიშვნელოვანია და მასწავლებლებმაც არაერთხელ დაიმსახურეს მადლობა სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ პლატფორმებისაგან, თუმცა საინტერესოა რამდენად აქვს ფასი იმ სერთიფიკატებს რომლებიც რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება სოციალური ქსელის საშუალებით, მითუმეტეს იმ მოცემულობით რომ მადლობის გადამხდელის რეპუტაცია თუ ცნობადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო ორგანიზაციის სახელი და დომენი საეჭვოდ მიმსგავსებულია სხვა, ოფიციალური პროექტისას.

პირადად ჩვენც არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა და იმავე სოციალური ქსელიდანაც გამოიკვეთა, რომ მასწავლებლების უმეტესობას აღნიშნული სერთიფიკატები სწორედ თავდაპირველი პროექტის და შესაბამისად ოფიციალურად სამინისტროსგან მინიჭებული ეგონა. 

და რადგანაც ბოლო პერიოდში აღნიშნული სერთიფიკატები უკვე ქილიკის საგნად იქცა, ჩვენ თავადაც დავინტერესდით და მისი მიღების კრიტერიუმების გადამოწმებით. თუმცა, დიდი ძიება არ დაგვჭირვებია, რადგან კრიტერიუმი ერთადერთია და დისტანციურ სწავლებაში გაწეული შრომის დემონსტრირებისაგან ძალიან შორს დგას - შეგიძლია საერთოდაც არ იყო პედაგოგი, საკმარისია სამი „დაკოპირება“ – ყოველგვარი შემდგომი მოქმედებების გარეშე და სერთიფიკატიც მზადაა. ამასთან ერთად, შესაძლებელია სერთიფიკატში სახელი-გვარის ცვლილება და სხვადასხვა მონაცემებით აღნიშნული სერთიფიკატის მრავალჯერ მიღება. 

შესაბამისად იმის კითხვა - უკრიტერიუმოდ, Ctrl+V ღილაკების კომბინაციით, საყოველთაოდ და გაურკვეველი წარმომავლობის დარიგებული სერთიფიკატების ჟივილ-ხივილი ხომ არ არის იმ მასწავლებლების შრომის გაუბრალოება, ვინც ღამეები ათენეს და ყველა ტექნიკური თუ ადამიანური რესურსი გამოიყენეს დისტანციური სწავლების შესაბამის დონეზე ჩატარებისთვის ?

სერთიფიკატების „სანდოობაზე“ კი უკვე იუმორნარევი კომენტარებით ის მშობლებიც საუბრობენ, ვის შვილ(ებ)საც მისი მფლობელი მასწავლებლისგან არათუ დისტანციური სწავლებაში ჩართულობა, არამედ მოკითხვაც არ მიუღიათ.

მსგავსი გაურკვეველი წარმოშობის და ასეთივე გამცემის სერთიფიკატების ფრიალს კი აჯობებდა რეალურად გამოკვეთილიყო ის მისაბაძი მასწავლებლები და მათი მიდგომები დისტანციური სწავლების პროცესში, რაც სამაგალითო გახდებოდა მასწავლებლების თუნდაც იმ მცირე რაოდენობისთვის, ვინც ეს გამოწვევა ვერ დაძლია. სხვაგვარად კი არც ამ სერთიფიკატებს გააჩნიათ ღირებულება და არც მის გამცემს, რომელიც მალე რეგისტრაციებისა თუ პოპულარობის მოსაპოვებლად ალბათ წარმატებული სუნთქვის სერთიფიკატებსაც დაგვირიგებს...

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება