TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„ტექსტის ავტორები შეეცდებიან ბოლო სემესტრის მასალის ინფორმაციული ცოდნა არ იყოს აუცილებელი“ - რა იცვლება ეროვნულ გამოცდებზე?
09-06-2020
-
+


შევა თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაში მეორე სემესტრის მასალა? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პასუხობს. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, პროგრამაში განსაკუთრებული ცვლილებები არ შევა, თუმცა მეორე სემესტრის მასალა ხაზგასმით მოთხოვნილი არ იქნება.

მისი თქმით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადად ინფორმაციის ცოდნა, არამედ აბიტურიენტთა აზროვნების უნარი.

„პროგრამებთან დაკავშირებით გეტყვით რომ განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. ტესტები არის აზროვნების უნარებზე და ეს არ არის პირდაპირ მიბმული მარტო ინფორმაციის ცოდნაზე. ეს არის მთლიანობა, რომელიც მათი აზროვნების უნარებს ამოწმებს, როგორც წინა წლების განმავლობაში. ასე, რომ პროგრამასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა რასაკვირველია ტესტების ავტორები ყველანაირად ეცდებიან ბოლო სემესტრის მასალა ესეთი ხაზგასმით არ იყოს, და არ იყოს მისი ინფორმაციულად ცოდნა აუცილებელი. თუმცა კიდევ ვიტყვი რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ აზროვნების უნარის შემოწმებაზე და არა გარკვეული ინფორმაციის ცოდნაზე“,-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში უნდა იყოს დაცული.

ასევე დაგაინტერესებთ:

აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ

ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება - „აბიტურიენტებმა საწერი კალამი თავისი უნდა მოიტანონ“

რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე? - აკრძალული შემთხვევები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება