მალე გამოცდები დაიწყება. საგამოცდო სეზონი რთულია ყველასთვის, ბევრი კურსდამთავრებული სტრესს და ემოციურ გამოფიტვას განიცდის. ეს გარდამავალი ეტაპი გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა მოსწავლის ცხოვრებაში, ამიტომ მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ მათ მომავალი სირთულეების დაძლევაში დაეხმარონ.
მოკლე დროში მთელი განვლილი მასალის გადამეორება ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ მოსწავლეებისთვის ამოცანის შემსუბუქება და მათთვის სწავლის ეფექტური სტრატეგიების სწავლება ყველა მასწავლებელს შეუძლია.
გთავაზობთ ხუთ ეფექტურ სტრატეგიას, რომლებიც შეგიძლიათ მოსწავლეების გამოცდებისთვის მოსამზადებლად გამოიყენოთ.
მასალის კოლექტიური გამეორება
რაც უფრო ახლოა გამოცდები, მით უფრო მეტ შფოთვას ვხედავთ აბიტურიენტთა თვალებში. მასალა იმდენად ბევრია, ისე ჩანს, მისი გადამეორება შეუძლებელია. მაგრამ სწორად შერჩეული სტრატეგია კურსდამთავრებულებს სტრესთან და დაგროვებულ მასალასთან გამკლავებაში დაეხმარება.
დასაწყისისთვის, მოსწავლეებს სთხოვეთ განსაზღვრონ თემები, რომლებიც ერთულებათ - ეს მათი გამოცდებისთვის მომზადების საფუძველი გახდება. შემდეგ, კვირაში ერთი ან მეტი გაკვეთილი დაუთმეთ ჯგუფურ განხილვებს და რთული თემების გადამეორებას.
ეს დაეხმარება მოსწავლეებს იმის გახსენებაში, რაც რამდენიმე თვის წინ გაიარეს. გარდა ამისა, კოლექტიური განხილვები დაეხმარება მოსწავლეებს რომლებსაც უხერხულობას უქმნით პედაგოგისთვის ან თანაკლასელისთვის დახმარების თხოვნა. ასევე წაადგებათ მათ ვინც მასალას ჩამორჩა.
ინდივიდუალური კონსულტაციებიცალკეული მოსწავლეების ინდივიდუალურ დახმარებას ხშირად ბევრი დრო მიაქვს. მაგრამ ზოგიერთი მოსწავლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები შესაძლოა იყოს განსაკუთრებით რთულ თემასთან გამკლავების ერთადერთი ხერხი.
თუ თქვენ ხედავთ, რომ მოსწავლე დაგროვილ მასალაში გარკვევას ცდილობს, მაგრამ სირთულეებს აწყდება დახმარების ხელი
გაუწოდეთ და რამდენიმე ინდივიდუალურ მეცადინეობას გაუკეთეთ ორგანიზება. ასე თქვენ ნამდვილად დაეხმარებით მოსწავლეებს გამოტოვებული მასალის აღდგენასა და წინასაგამოცდო
შფოთვასთან გამკლავებაში.
მასალის გადამეორების მეთოდები
თქვენ გამოცდილი პედაგოგი ხართ და მასალის ინტენსიურად გადამეორების ბევრი ხერხი იცით. გაუზიარეთ ეს მეთოდები მოსწავლეებს. ასეთი რჩევები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- საგამოცდო თარიღიდან უკან აითვალეთ და გადამეორებების განრიგი შეადგინეთ. განსაზღვრეთ გადასახედი თემები და მეტი დრო დაუთმეთ უფრო რთულ მასალებს.
- რეგულარულად შეისვენეთ, მაგრამ თავიდან აიცილეთ ყურადღების გამფანტავი მომენტები. საკმარისია ყოველ საათში 10-15 წუთით შესვენება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ სოციალური ქსელი, ტელევიზორი, ტელეფონი და სხვა ყურადღების გამფანტავი ფაქტორები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
- სასწავლო მასალა შეანაცვლეთ - უბრალოდ არ წაიკითხოთ სახელმძღვანელოში ჩანიშნული ადგილები - იმეცადინეთ საგამოცდო საკითხებიც, უყურეთ შესაბამის ვიდეორგოლებს, უსმინეთ აუდიოჩანაწერებს და განიხილეთ საგანი სხვა მოსწავლეებთან.
- ეცადეთ არ ინერვიულოთ. ისწავლეთ სპეციალური ტექნიკა, რომელიც როგორც გამოცდების წინ, ისე მისი წერისას სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
გამოიყენეთ „შპარგალკა“ - ბარათები„შპარგალკა“ - ბარათები - ეს ადამიანების უმეტესობისთვის სწავლის საყვარელი ხერხი და, სავარაუდოდ, მასალის გადამეორების ყველაზე პოპულარული მეთოდია.
როგორც წესი, კითხვა ბარათის ერთ მხარეს იწერება, პასუხი კი - საპირისპიროზე. მაგრამ მათ, ვისაც კარგად აქვს განვითარებული ვიზუალური მახსოვრობა, პასუხი შესაძლოა შეიცვალოს ვიზუალური მინიშნებით, რომელიც კითხვასთან არის დაკავშირებული.
საცდელი გამოცდებისაგამოცდო ატმოსფეროს შესაქმენლად მოსწავლეებისთვის საცდელი გამოცდები ჩაატარეთ. ეს ხერხი საკმაოდ ეფექტურია, რადგან მოსწავლეები არა მხოლოდ ცოდნას შეამოწმებენ, არამედ სტრესთან გამკლავებასაც ისწავლიან.
ამასთან, გამოცდის შედეგების მიღების შემდეგ, აბიტურიენტები შეძლებენ განსაზღვრონ თემები, რომლებსაც კიდევ უნდა მიუბრუნდნენ.