მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით მოსაზრებას გვიზიარებენ.
„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები პანდემიის დროს სიტუაციიდან გამომდინარე თავიდანვე ჩავერთეთ დისტანციურ სწავლებაში. ჩვენი სკოლა მცირე კონტიგენტიანია და უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდა კომპიუტერი, იყო პრობლემა ტექნიკის ვარგისიანობის და ინტერნეტის, მაგრამ მოგვიანებით შეძლებისდაგვარად მშობლებმა ჩართეს ტელეფონის ინტერნეტი.
პედაგოგები მუშაობენ პლატფორმა „მესენჯერის“ (სადაც შექმნილია მესენჯერ-ჯგუფები კლასების მიხედვით ) და „თიმსის“ საშუალებით, გარდა ამისა პედაგოგებმა გადაუგზავნეს ტელესკოლის ცხრილი თითოეულ მოსწავლეს. ამ შემთხვევაში მასწავლებლები აძლევდნენ მოსწავლეებს შესაბამის დავალებებს.
„თიმსში“ მუშაობისას თავს იჩენდა გარკვეული პრობლემები, წყდებოდა ინტერნეტკავშირი, ამ დროს ყველა პედაგოგი ცდილობდა სხვა პლატფორმაზე გადასვლას.
სსსმ მოსწავლესთან მიმდინარეობდა მისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობა.
სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის“ პროექტში . მიმაგრებულები ვართ სსიპ აფხაზეთის N6 საჯარო სკოლასთან, რომლითაც კმაყოფილები ვართ და აქტიურად ვიყენებთ ტრენინგზე მოწოდებულ მეთოდებს, კომპლექსურ დავალებებს. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ აღნიშნულ დავალებებს. ვთვლით, რომ ამ ტიპის დავალებებმა ხელი შეუწყო მათ ცოდნათა ურთიერთკავშირს.
მართალია მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართულია ონლაინ გაკვეთილებში და სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, მაგრამ უმჯობესია საკლასო პროცესი, სადაც ურთიერთ ემოციებით მოსწავლეები უკეთეს შედეგზე გადიან“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
წერილი გამოგზავნილია Etaloni.ge-ს სააზროვნო თემის - „დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი" ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.