მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საინტერესო დიორამები
წარმოადგინეს და ტექსტები წაიკითხეს.
მოსწავლეებმა ელიზა აბუსერიძემ, ლიზი აბულაძემ, მარიამ ცეცხლაძემ, ლუკა ყურშუბაძემ, გიორგი ბოლქვაძემ და სანდრო შამილიშვილმა ტექსტები თავად შეარჩიეს და დიორამები დამოუკიდებლად შექმნეს.
„დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ,
ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს. დიორამა კითხვის ეფექტური მეთოდია. თუმცა ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ქმნის მოსწავლე დიორამას, როგორ რთავს ამ საქმეში თავის ფანტაზიას.
ძალიან დასაფასებელია, როდესაც ტექსტის მიხედვით თავად ქმნის სცენას, პერსონაჟებს და ამისათვის იყენებს სხვადასხვა მასალას. მოცემულ ვიდეოჩანაწერებში მოსწავლეებმა ელიზა აბუსერიძემ, ლიზი აბულაძემ, მარიამ
ცეცხლაძემ, ლუკა ყურშუბაძემ, გიორგი ბოლქვაძემ და სანდრო შამილიშვილმა თვითონ შეარჩიეს ტექსტები და დამოუკიდებლად შექმნეს დიორამები. მადლობა მშობლებს ჩართულობისათვის“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მოსწავლეთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე გახლავთ.
იხილეთ ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება