მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია სასწავლო წელს აჯამებს და გვიყვება თუ როგორ დაძლია სკოლამ ონლაინ სწავლების ბარიერები.
„სკოლაში სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, მაშინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ერთ უჩვეულო დღეს ყველაფერი ასე უჩვეულოდ შეიცვლებოდა. თავიდან იყო გაურკვევლობა, შეცბუნება, მერე ჩვეულ ურთიერთ თანამშრომლობით რიტმში ჩაბმის აუცილებლობა, რომ ახალ მდგომარეობას მოვრგებოდით და კვლავ ერთად, გამოცდილების ურთიერთ გაზიარებითა და დაუღალავი შრომით გაგვერღვია ის ბარიერი, რომელიც ახალმა დრომ შემოგვთავაზა. არ ყოფილა ადვილი, მაგრამ შევუდექით სწავლას და სწავლებას. დღემდე გრძელდება ერთმანეთის მხარში დგომა. რა მოტანა ამ ყველაფერმა? დავძლიეთ ონლაინ სწავლების ბარიერები, რაც თავიდან საკმაოდ რთულად გვეჩვენებოდა. განათლების სამინისტრომ ხელი შეგვიწყო ტელესკოლის გაკვეთილებით. მათ ჩვენ, მასწავლებლებიც სიამოვნებით ვუსმენთ.
ჩავერთეთ tvschool.ge-ზე და საკუთარი დავალებებიც შევქმენით. არა მარტო მასწავლებლებმა მოსწავლეებმაც დაიწყეს teams -ის შესწავლა და ურთიერთსწავლება. შედეგი, არაერთი დიპლომი მასწავლებლებისათვის და სერთიფიკატები მოსწავლეებისათვის.
მშობლებმა სოციალური ქსელით მადლობა გადაუხადეს სკოლის ამაგდარ მასწავლებელს ქალბატონ მაყვალა ბუკიას.
სკოლის პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ვებინარებზე, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ხათუნა ჯალაღონია და თამარ კაკაჩია.
აქვე მინდა მშობლებს მადლობა გადავუხადო აქტიური ჩართულობისათვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა წარმატების მიღწევა. მოგეხსენებათ სკოლისთვის ყოველთვის პრობლემა იყო მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ ახალმა გარემომ ყველ გაგვაერთიანა მოსწავლის გარშემო.
თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სკოლაში სასწავლო წელი შედგა და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ
აქვე იმასაც დავამატებ, რომ ყველა პედაგოგს ძალიან მოგვენატრა საკლასო ოთახში მოსწავლეთათვის ჩატარებული გაკვეთილები.
მინდა აღვნიშნო, რომ რაკი მედალს ორი მხარე აქვს, სირთულესთან ერთად შეცვლილმა გარემომ გაგვიმძაფრა ურთიერთ მონატრება და მიგვახვედრა, რომ ერთმანეთის მიმართ ღვთისნიერი სიყვარული არის ცხოვრებაში მთავარი.
ურთიერთმონატრება სკოლის პედკოლექტივმა დაბადების დღის ვირტუალურად მილოცვითაც გამოხატა და სკოლის საყვარელ პედაგოგს ლუიზა პერტაიას უჩვეულო გარემოში, უჩვეულოდ, მაგრამ ლამაზად მიულოცა დაბადების დღე.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა და მათ შორის სასკოლო ცხოვრებაც მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს“,- აღნიშნავს წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება