მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N89 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დამთავრება ლამაზი და მიმზიდველი ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიების ავტორი და ინიციატორი იყო პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან მარხვაშვილი. საზეიმო სამზადისში პატარებს მშობლებიც დაეხმარნენ.
ღონისძიება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
პირველ კლასელებმა ჩატარეს ღია გაკვეთილი და წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება. მოსწავლეების მშობლებმა უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს სკოლის დირექციის და მასწავლებლების მიმართ, მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის.
სკოლის დირექტორმა მიმოზა ტყებუჩავამ და საგნის მასწავლებლებმა პატარებს პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიება სანახაობრივად ლამაზი იყო და საინტერესოდ ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება