მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებას საქართველოს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება ტერმინი - დისტანციური სწავლება, რომელშიც მოიაზრება: „საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლის/სტუდენტის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას“.
დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
საკანონმდებლო ცვლილებებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილებებს დაემატა ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზანი. განათლების მინისტრი ასევე დაამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მე-10 კლასელები საკითხს ჩაუღრმავდნენ, შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს