სიახლეები
სიახლეები

პროფესიული კოლეჯებისთვის მოქნილი ალტერნატიული რეკომენდაციები შემუშავდება
11-06-2020
-
+


პროფესიული კოლეჯებისთვის კიდევ უფრო მოქნილი ალტერნატიული რეკომენდაციები შემუშავდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თამარ ქიტიაშვილის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებისა და კოლეჯების დირექტორების ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს. 

ონლაინ შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით გამართა. შეხვედრაზე  განიხილეს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოლეჯები აღმოჩნდნენ. გაიმართა დისკუსია და კოლეჯებმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაცია მიიღეს. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული განათლების მიწოდების სპეციფიკა, რომელიც რეალურ და სიმულირებულ სამუშაო გარემოში სწავლებას გულისხმობს, საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას. შესაბამისად გადაწყდა, რომ სამინისტროები იმუშავებენ რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილი ალტერნატივების დამატებაზე, რაც პროფესიული განათლების მრავალდარგოვან ბუნებას უკეთ მოერგება და კოლეჯების უსაფრთხო ოპერირებას შეუწყობს ხელს.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩართული იყო რეკომენდაციების მომზადების პროცესშიც. ყველა კოლეჯი ინტენსიურად მუშაობს რეკომენდაციების დაკმაყოფილებაზე, რაც კოლეჯების გახსნისა და ჩვეული ოპერირების რეჟიმში დაბრუნებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება