სიახლეები
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების დაწყებამდე?!
11-06-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები უკვე ცნობილია და გამოცდების მოახლოებასთან აბიტურიენტებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ იმის გადასაწყვეტად, თუ რა პროფესია უნდა აირჩიონ და რომელ უნივერსიტეტს დაუკავშირონ ყველაზე საინტერესო, სტუდენტური ცხოვრების პერიოდი.

რა უნდა იცოდეთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე, როგორ უნდა შეარჩიოთ მომავალი პროფესია და  რას უნდა მიაქციოთ ამ დროს ყურადღება? - აბიტურიენტების მიერ ყველაზე უფრო ხშირად დასმულ კითხვებს, ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი, ვალერი გობრონიძე პასუხობს.

ვალერი გობრონიძე: პირველ რიგში აბიტურიენტებმა უნდა გააკეთონ არჩევანი თუ სად და რა პროგრამაზე სურთ სწავლის გაგრძელება, თუმცა სანამ ამ არჩევანს გააკეთებენ, მათ უნდა მოიპოვონ მთელი რიგი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, შეაჯერონ თავიანთი ინტერესები. გააკეთონ შედარება უნივერსიტეტის პროგრამებს შორის და რაც მთავარია შეარჩიონ უნივერსიტეტი.

როგორ წესი აბიტურიენტები არჩევანს ან უნივერსიტეტის მიხედვით აკეთებენ ან პროგრამის მიხედვით, ვინ როგორ ხედავს თავის მომავალს. ამ არჩევანის პარალელურად მნიშვნელოვანია იფიქრონ იმაზე, რა საგნების ჩაბარება მოითხოვება მისგან, რა პროგრამის ცოდნა მოეთხოვებათ და ა.შ.

გამოცდებამდე ბოლო ეტაპი არის ტექნიკური საკითხების გარკვევა. მაგალითად როგორ მიმდინარეობს გამოცდა, რომელ ქალაქში ტარდება გამოცდა, რომელ საგამოცდო ცენტრში და როგორია ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცედურა. ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამასთან ვფიქრობ, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანია ცნობარის გაცნობა, რათა ყველა ის მოულოდნელობა აიცილონ თავიდან, რომელიც შესაძლოა გამოცდის დროს შეხვდეთ.

- ხშირად აბიტურიენტებს უჭირთ კონკრეტული პროფესიის არჩევა, არ არიან დარწმუნებულნი თავიანთ გადაწყვეტილებაში. . რას ურჩევდით ასეთ აბიტურიენტებს, პირველ რიგში რას უნდა მოაქციონ ყურადღება პროფესიის არჩევისას?

- პროფესიის არჩევისას არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ეს მათი ინტერესის სფეროა. თუ აბიტურიენტს ჰუმანიტარული მიმართულებები აინტერესებს რთულია ტექნიკურ მიმართულებაზე გადაერთოს და პირიქით. ეს ძალიან  მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორია. ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია აბიტურიენტი ხედავდეს სად შეუძლია საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. ბუნებრივია, დღეს ძალიან ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ძალიან ბევრი საშუალებაა იმისთვის რომ აბიტურიენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამ გადაწყვეტილების მიღებაში კი ჩართული უნდა იყოს ოჯახი, სკოლები, უნივერსიტეტები. ერთია როცა სტუდენტს აინტერესებს კონკრეტული მიმართულება, მაგრამ მეორეა ის თუ რამდენად ესმის, სად მიიყვანს ეს ინტერესი და რას მისცემს სამომავლოდ მას. სწორედ ამ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებისგან.

- გარდა ინტერესისა და შესაძლებლობებისა, კიდევ რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა მომავალი პროფესიის არჩევისას. რამდენად მნიშვნელოვანია შრომითი ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინება და როგორ უნდა მიხვდნენ რომელი პროფესია იქნება მოთხოვნადი მომავალში?

- რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ რა მოთხოვნაა შრომით ბაზარზე, რომელიც ძალიან ცვალებადი და განვითარებადია. ზოგადად ძალიან რთულია განსაზღვრო 4 წლის შემდგომ რა პროფესია იქნება მოთხოვნადი შრომით ბაზარზე. თუმცა თავის მხრივ უნივერსიტეტები მუშაობენ ამაზე, განსაზღვრავენ რომელი პროფესია შეიძლება იყოს მოთხოვნადი და რა შესთავაზონ აბიტურიენტებს. ეს მნიშვნელოვანია თავად უნივერსიტეტებისთვისაც, რათა დასაქმებისა და შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად ოპერირებდნენ საგანმანათლებლო სივრცეში.

- როგორც ვიცით, წელს საგანმანათლებლო სივრცეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შემოდის, მან რა პრინციპზე დაყრდნობით აარჩია ის სამი პროგრამა, რომელსაც წელს თავაზობს აბიტურიენტებს და რამდენად არის ეს პროგრამები გათვლილი შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომ არსებობენ უნივერსიტეტები და პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხზე და არსებობს უნივერსიტეტები რომლებიც ორიენტირებულნი არიან სტუდენტების რაოდენობაზე. KIU ორიენტირებულია სწავლისა და კვლევის ხარისხზე.

მოგეხსენებათ, ჩვენი უნივერსიტეტის ყველა პროგრამა: მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის შექმნილია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, არის მოთხოვნადი, წლების განმავლობაში გამოცდილია და რაც მთავარია, არის ძალიან მაღალი ხარისხის პროგრამები, რომელიც მოამზადებს  მაღალ კონკურენტუნარიან კადრებს,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს .

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. დამეთანხმებით რომ რთულია კონკურენცია გაუწიო იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც სახელი და რეპუტაცია წლების განმავლობაში შეიქმნეს. რატომ უნდა ენდონ ახალ უნივერსიტეტის აბიტურიენტები და რას სთავაზობს ის ამ ახალგაზრდებს განსხვავებულს?

- მესმის, რომ ბაზარზე ნებისმიერი ახალი მოთამაშისთვის თავის დამკვიდრება რთულია, თუმცა ჩვენი უპირატესობა არის საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება. როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ პირველ რიგში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და არამარტო.. უნივერსიტეტი გეგმავს და უკვე თანამშრომლობს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ  მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების,  გაცვლითი პროგრამების  და სერვისების შეთავაზებას სტუდენტებისთვის, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის კონკურენტულუნარიანი კადრების მომზადებას.

ცნობისთვის: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აბიტურიენტებს სთავაზობს: მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო და საცხოვრებელ გრანტებს, სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.

იხილეთა ასევე: რას სთავაზობს KIU აბიტურიენტებს - პროგრამების დეტალური მიმოხილვა

როგორ მოიპოვებთ დაფინანებასა და გრანტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ყველაფერი, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება