სიახლეები
სკოლები

„ყოველთვის ტკბილად მოვიგონებ თქვენთან გატარებულ თითოეულ წამს“ - ვანის N1 საჯარო სკოლის XII კლასელებს დირექტორმა სკოლის დამთავრება მიულოცა
12-06-2020
-
+


„წელს ვანის N1 საჯარო სკოლას მართლაც რომ საუკეთესო გამოშვება ჰყავდა. არ დარჩენილა პრიზი და ტიტული საქართველოს, რეგიონის და რაიონის მასშტაბით ამ ბავშვებს რომ არ მოეპოვებინოთ“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე.

ვანის N1 საჯარო სკოლის XII კლასელებს დირექციამ სკოლის დამთავრება მიულოცა და მათი მიღწევების შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარა:

მე-12 კლასელებო გილოცავთ სკოლის დასრულებას. წარმატებები მინდა გისურვოთ ცხოვრებაში, ძლიერთა შორის ძლიერები იყავით მუდამ, თქვენ ამას იმსახურებთ!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს პედაგოგებს და დამრიგებელს. დიდი მადლობა თქვენს პირველ მასწავლებელს, ქალბატონ მერი სურგულაძეს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მადლობა თქვენს მშობლებს, რამეთუ ადამიანის აღზრდა და მისი ჩამოყალიბება პირველ რიგში ოჯახიდან იწყება.

ყოველთვის ტკბილად მოვიგონებ თქვენთან გატარებულ თითოეულ წამს და წუთს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ წარმატებით გადალახავთ ცხოვრებისეულ ბარიერებს და მრავალჯერ ასახელებთ თქვენს ოჯახებს, თქვენს სკოლას და თქვენს რაიონს.

ახლა კი მინდა კონკრეტულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ მოსწავლეების და ჯგუფის მიღწევების შესახებ.

დავით თავაძე-2012 წლის მათემათიკის ოლიმპიადა, საქართველოს მასშტაბით I ადგილი.(რაიონის მასშტაბით არცერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს არ მიუღწევია ამ შედეგისთვის) 2013 წელი - რეგიონის მასშტაბით I ადგილი.
2016 წელი - II ადგილი. 2014 წელი ჭადრაკში, 4 თანრიგოსანთა შორის I ადგილი. ასევე არის მრავალგზის გამარჯვებული, როგორც სარაიონო, ისე საქართველოს მასშტაბით გამართულ შეხვედრებში.
2019 წელს „ვანელობაზე“ გაიმართა ჭადრაკის ჩემპიონატი რაიონის პირველობაზე, სადაც მან პირველი ადგილი აიღო, პრიზი კი გადასცა საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი გიორგაძემ. არის 2017-18-19 წლებში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგნობრივი ოლიმპიადის (საგანი ისტორია, გეოგრაფია) ფინალისტი. არის ოქროს მედალის კანდიდატი.

ელგუჯა კალანდაძე - 2015 წლის მათემატიკის ოლიმპიადა „კინგსის“ ზაფხულის სეზონის გამარჯვებული. 2016 წელს საქართველოს მასშტაბით გამართულ მათემატიკის ოლიმპიადაზე მოხვდა 10 საუკეთესო მოსწავლეთა შორის.
ინგლისური ენის ოლიმპიადა - II ადგილი. 2014 წელი - შავი ზღვის საერთაშორისო ჩემპიონატი ჭადრაკში - II ადგილი. ამავე პერიოდში, იმერეთის მასშტაბით გამართულ ჭადრაკის ჩემპიონატზე - I ადგილი ორჯერ. სარაიონო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული. საგნობრივი ოლიმპიადა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო
2018-19 წლების ფინალისტი. არის ოქროს მედლის კანდიდატი.

გივი პაიკიძე - საგნობრივი ოლიმპიადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2018-19 წლის ფინალისტი (საგანი ისტორია). არის მრავალი შეხვედრის მონაწილე და პროექტის ავტორი.
არიდ ვერცხლის მედლის კანდიდატი.

ასევე ჯგუფმა წლების მანძილზე ვანის N1 საჯარო სკოლას არაეთი წარმატება მოუტანა. სხვადასხვა წლებში ჯგუფი 4-ჯერ გახდა რაიონის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში.
2019 წლის შემოდგომის და ზამთრის სეზონზე რაიონის მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „რა,სად,როდის“ დაიკავეს I ადგილი. სხვადასხვა წლებში კი II-III ადგილი

P.S. მოკლედ მიმოვიხილე ის წარმატებები, რომელიც ვანის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიაღწიეს წლების მანძილზე. ეს წარმატებები სკოლის პედაგოგებთან ერთად, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების მაღალი ჩართულობით იქნა მიღწეული.

მშობლებო დაიმახსოვრეთ! თქვენი შვილების სწავლა-აღზრდის პროცესში სკოლასთან ერთად თქვენ დიდი მისია გაკისრიათ! აქტიურად ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრებაში და ხვალ თქვენი შვილების წარმატების დრო დადგება..!
ვანის N1 საჯარო სკოლა ყოველთვის იყო, არის და იქნება გრძელვადიან სასწავლო პროცესზე და ხარისხზე ორიენტირებული სკოლა.


პატივისცემით ვანის N1საჯარო სკოლის დირექტორი
ვალერი კანკაძე

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება