მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ფლობს სწავლების მიდგომების, მეთოდოლოგიისა და სტრატეგიების საჭირო კომპეტენციას, რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა, - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე დგებუაძეს მიმართა.
''ადამიანი სპეციალური მასწავლებელი რომ გახდეს, მთავარი კრიტერიუმია, რომ მას ჰქონდეს მინიმუმ დაწყებითი მასწავლებლის კვალიფიკაცია, ერთწლიანი გამოცდილება და უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის გადამზადების კურსი. ამის შემდეგ შეუძლია სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყება. მაგრამ არის ისეთი შემთხვევა, ვთქვათ გასაუბრების საფუძველზე, გამოცდილების მიხედვით, როდესაც ვარჩევთ მასწავლებელს, თუმცა მერე უნდა გაიაროს გადამზადება. ყველა გასაუბრებას ესწრება მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, რომელიც კურირებს და ამასთანავე ჩართულია გასაუბრებაში და აფასებს იმ კადრს, რომელიც უნდა შეირჩეს,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
სპეციალური მასწავლებლის დასაქმების სფეროები, როლი და პასუხისმგებლობები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა