მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ვაშლის ჯიშზე შეზღუდვა არ იქნება, თუმცა გაწერილია რიგი კრიტერიუმებისა, რომელსაც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ხილი უნდა აკმაყოფილებდეს.
''გაწერილი გვაქვს მახასიათებლები, რომ ვაშლი იყოს საღი, ზედაპირი არ იყოს დაზიანებული, წონით არ უნდა იყოს 150 გრამზე ნაკლები და ა.შ. ჩვენ ვაშლის ჯიშებიც შევადარებინეთ ერთმანეთს და როგორც ნუტრიციოლოგებმა გვითხრეს, ვაშლის ყველა ჯიში სასარგებლოა, მათ შორის სარგებლიანობის კუთხით განსხვავება არაა'', - განაცხადა მაია მუშკუდიანმა.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სკოლებში ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია იქნება. როგორც მან აღნიშნა, საპილოტე რეჟიმში თბილისის 10 დიდი სკოლა შეირჩა, თითო რაიონიდან ორ-ორი სკოლა. პროექტში დაახლოებით 20 000 ბავშვი ჩაერთვება. ბავშვებს ხილი კვირაში ერთხელ მიეწოდებათ. საპილოტე პროექტი ერთი სემესტრის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მაია მუშკუდიანის განცხადებით, მოფიქრებულია ვაშლების მიწოდებისა და მისი სკოლაში განთავსების სქემა. რაც შეეხება კამპანიას, მისი გაგრძელების პერსპექტივა შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება და არ არის გამორიცხული, კვების ფესტივალის სახეც მიიღოს.
''ვაშლების დარიგება განხორციელდება ასე: სამინისტროსგან ვაშლები სკოლას მიეწოდება გარეცხილი და გამშრალებული ანუ სუფთა მდგომარეობაში და ისინი განთავსდება სკოლის დერეფნებსა და ბუფეტში მდგარ ლარნაკებში. შესაბამისად, ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის. რახან ამას საპილოტე სახე აქვს, შედეგებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ, მომავალში სხვა სკოლებში რა სახით გაგრძელდეს ეს კამპანია. შეიძლება ამან მომავალში კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. ამ ეტაპზე სხვადასხვა კამპანია გვაქვს მოფიქრებული. ხილისა და კონკრეტულად ვაშლის თემაც ამ იდეის ერთ-ერთი მცირე კომპონენტია. ვნახოთ, რა შედეგებზე გაგვიყვანს'', - აცხადებს მაია მუშკუდიანი.
წყარო: 1tv.ge
ალექსანდრე ჯეჯელავა: ''სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყება''
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა