მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე სასწავლო წელს აჯამებს და გვიყვება თუ როგორ დაძლია სკოლამ ონლაინ სწავლების ბარიერი.
„ჩვენს სკოლაში სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ერთ უჩვეულო დღეს ყველაფერი ასე უჩვეულოდ შეიცვლებოდა. თავიდან იყო გაურკვევლობა, შეცბუნება, მერე ჩვეულ ურთიერთთანამშრომლობით რიტმში ჩაბმის აუცილებლობა, რომ ახალ გამოწვევებს მოვრგებოდით და კვლავ ერთად, გამოცდილების ურთიერთ გაზიარებითა და დაუღალავი შრომით დაგვერღვია და გადაგველახა ის ბარიერი, რომელიც ახალმა დრომ შემოგვთავაზა. არ იყო ნამდვილად ადვილი, მაგრამ შევუდექით სწავლას და სწავლებას. დღემდე გრძელდება ერთმანეთის მხარში დგომა. რა მოიტანა ამ ყველაფერმა, დავძლიეთ ონლაინ სწავლების ბარიერები, რაც თავიდან რთულად გვეჩვენებოდა. განათლების სამინისტრომ ხელი შეგვიწყო ტელესკოლის გაკვეთილებით. მათ ჩვენ მასწავლებლებიც სიამოვნებით ვუსმენთ.
ჩავერთეთ teams-ის და tvschool.ge-ზე საკუთარი დავალებებიც შევქმენით. შედეგი, არაერთი დიპლომი მასწავლებლებისათვის მოსწავლეებისათვის სერტიფიკატები.
მშობლებმა სოციალური ქსელების მეშვეობით მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის.
სკოლის პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ვებინარებზე, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაგეგმილ ონლაინ კონფერენციებზე, ონლაინ სასკოლო კლუბების მუშაობაში, სადაც აქტიურად იყვნენ ჩაბმული სკოლის მოსწავლეები.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო სასკოლო ცხოვრებაში, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა წარმატებების მიღწევა.
ახალმა გარემომ ყველა, მასწავლებელი, მშობელი გაგვაერთიანა მოსწავლეების გარშემო.
თამამად შემიძლია განვაცხადო რომ ჩვენს სკოლაში სასწავლო წელი შედგა და საკმაოდ წარმატებით, მაგრამ აქვე იმასაც დავამატებ, რომ ყველა პედაგოგს ძალიან მოგვენატრა საკლასო ოთახში მოსწავლეებისათვის ჩატარებული გაკვეთილები.
მინდა აღვნიშნო, რომ სირთულესთან ერთად შეცვლილმა გარემომ გაგვიმძაფრა ურთიერთმონატრება და მიგვახვედრა,რომ ერთმანეთის მიმართ ღვთისნიერი სიყვარული არის ცხოვრებაში მთავარი. ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა მათ შორის სასკოლო ცხოვრებაც მალე დაურუნდება ჩვეულ სასწავლო რეჟიმს!“,- აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს