მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ეთერი ცეცხლაძე, მეოთხე კლასს, გულთბილი სიტყვებით ულოცავს, მომავლის წარმატებისაკენ მიმავალ, გაოქროსფერებულ გზას.
ერთ-ერთი საუკეთესო ქალბატონი, ბრწყინვალე დედა, არამარტო საკუთარი შვილებისთვის, არამედ მისი აღზრდილი ნებისმიერი მოწაფისთვის. ჯაბა საგინაძე, ელენე შაინიძე, ლუკა შაინიძე იყავით მუდამ ერთგული იმ საქმის მიმართ რასაც ემსახურებით.წარმატებული, განათლებისა და ცოდნის დაუფლების მიმართ. თანაგრძნობით გაჯერებული მამულისა და ოჯახის მიმართ. გიყვარდეთ მშობლები და ნებისმიერი ის ადამიანი რომლმაც დიდი წვლილი შეიტანა თქვენს აღზრდაში, გათვიცნობიერებაში, გონებრივ აღზევებაში...ასეთი ადამიანი გახლავთ თქვენი პედაგოგი, რომლის კეთილ სურვილებსაც, სიტყვასიტყვით გადმოგცემთ:“ძვირფასო მოსწავლეებო! აღესრულა სკოლაში გატარებული ძვირფასი ოთხი წელიწადი,იგი თქვენს გულსა და გონებაში გამოკვანძავს ცხოვრების კვირტს, ამ კვირტიდან კი მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანი გამოვა, ტკბილი და სურნელოვანი,ეს შენ იქნები,კეთილი ცოდნით აღსავსე,სიყვარულით გაცისკროვნებული. მადლობა ამ დაუღალავი წუთებისთვის, მადლობა ოთხწლიანი თანამშრომლობისთვის,ნდობისთვის ერთგულებისთვის, გაგებისთვის გეფერებით ყველას, ქედს ვიხრი თქვენი მშობლების წინაშე დისტანციური სწავლების დროს ასე ძალიან მეხმარებოდნენ და ჩემს გვერდით იდგნენ და მიხარია რომ საქართველოს თქვენი სახით ძალიან, ძალიან ყოჩაღი, და საზრიანი მომავალი თაობა ეზრდება. წარმატებული იყოს თქვენი გზა, იარე სულ წინ წინ საგზლად გატან ილიას სიბრძნეს" კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე,- აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს