სიახლეები
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განათლების გლობალური გამოწვევა წარმატებით დაძლიეს
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები Microsoft Teams-ის გამოყენებით ონლაინ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლებმა გამოიყენეს სხვადასხვა რესურსი, რათა მაქსიმალურად კარგად ესწავლებინათ. 

„მასწავლებლებმა წარმატებით დაძლიეს განათლების გლობალური გამოწვევა და ნაყოფიერად წარმართეს დისტანციური საგაკვეთილო პროცესი.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი რუბენ ვარდანიანი ყოველ კვირის ბოლოს ატარებს შემაჯამებელ დისტანციურ ონლაინ შეხვედრებს, კოლეგებთან განიხილავს მასწავლებლისგან მიწოდებულ ინფორმაციას საგაკვეთილო პროცესის შესახებ.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში შემუშავებული ყველა ღონისძიება განხორციელდა ონლაინ რეჟიმში: დედის დღე -3 მარტი, 9- აპრილი, 14 - აპრილი, ბოლო ზარი და ანბანის დამთავრება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პირველი კლასის ხელმძღვანელმა აიდა აპოიანმა მოაწყო დისტანციური ონლაინ გაცილება.

სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ბატონი რუბენ ვარდანიანი პატარებს მიულოცა ანბანის დამთავრება და მშობლებს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.

ასევე მშობლებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მასწავლებელს აქტიური თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში

ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ანდრანიკ ასატრიანის და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლეილა დათაშვილი საგანმანათლებლო პლატფორმის ელექტრონული სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე TV სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა ხარისხიანი და საინტერესო ტესტების შექმნისთვის ლეილა დათაშვილს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საჯარო სკოლების დაფინანსებას ცვლილებები შეეხება - როგორ განისაზღვრა კოეფიციენტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები იცვლება - როგორია მთავრობის 4-წლიანი გეგმა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება