მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ახალი 2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დავასრულეთ.
მეორე სემესტრის სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმით გავაგრძელეთ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საკლასო ოთახებიდან ონლაინ სისტემაში გადავინაცვლეთ.ჩვენ, მასწავლებლები ახალი გამოწვევის წინაშე დავდექით!
გამოწვევა იყო არც თუ ისე მარტივი, შინაარსობრივად, თეორიულად თუ ფიზიკურად!
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაოს დასაწყისი რთულია მაგრამ პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით წარმატებული მუშაობით, დასახულ მიზნებს მივაღწიეთ! ფერიის საჯარო სკოლის მასწავლებლების დიდი დამსახურებაა ის რომ პირველივე დღიდან შეძლეს აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში, რომელიც ბოლომდე გაგრძელდა.
ოჯახებში ბავშვების ინტერნეტთან წვდომის დადგენის შემდეგ, გადავწყვიტეთ სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად გამოგვეყენებინა შემდეგი პლატფორმები: Microsoft Teams, Zoom, ასევე, სოციალური ქსელები: Messenjer და სხვა.
ვიტყოდი, ამ ურთულეს პროცესში სასიხარულო და მისასალმებელია განათლების სამინისტროს მიერ პროექტ „ტელესკოლის“ განხორციელება. „ტელესკოლის“ გაკვეთილებით თვალსაჩინო გახდა როგორ ჩატარდეს საინტერესო, ინტერაქტიური გაკვეთილები. ვინაიდან მოსწავლეებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა მიეცათ მაღალი ხარისხის პროექტში ჩართვისა.
ბრწყინვალე, სასიამოვნო სტიმულის მიმცემი და კარგი პოზიტიური განწყობის შემქმნელი მოსწავლეებში და მშობლებში მოგვევლინა ინფორმაცია, რომ აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულად დააფინანსა აჭარის სკოლების საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონში“ წვდომა. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უფასოდ მიეღოთ მონაწილეობა სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებში, რამაც მოსწავლეებს
თამაშ-თამაშით გაუღვივა ინტერესი ცოდნის მიღებაში.
დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი ღონისძიებები დეკლამატორთა კონკურსი, ნახატების გამოფენა, თეატრალური დადგმები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებიდან. მოსწავლეების და მშობლების სტიმულის მისაცემად კი ყველა ჩატარებული ღონისძიება პროექტ „ეტალონის“ მეშვეობით სოციალურ ქსელებში იტვირთებოდა.
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის მიერ კი მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.
ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დისტანციური სწავლებისას გააგრძელა სასკოლო საგნობრივი კლუბების მუშაობა, ონლაინ კონფერენციები, რომლებშიც სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას.
სოფელ ფერიის საჯარო სკოლა ჩაერთო TVschool.ge -ზე. შევქმენით საკუთარი დავალებებიც. შედეგი არაერთი დიპლომი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის სერტიფიკატები. მოსწავლეებს ეძლეოდათ სახალისო დავალებები, ნაკლებად სტრესული, მამოტივირებელი, ვცდილობდით გამოგვეყენებინა სასარგებლო თვალსაჩინოებები, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილებზე ისე დისტანციური სწავლებისას. გარდა პრეზენტაციებისა გამოვიყენეთ „ფლეშქარდები“ და „პოსტერები“, მნიშვნელოვანი იყო პატარა დაფა, რომელზეც ვწერდით ქულებს და ვაჩვენებდით მოსწავლეებს.
მაქსიმალურად ვცდილობდით გამოგვეყენებინა ის პოსტები, რომლებიც მოერგებოდა დისტანციური სწავლების დროს ჩვენს პირობებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალურ საგანმანათლებლო მოსწავლეებთან კლასის ხელმძღვანელების, საგნის მასწავლებლების და სპეც-მასწავლებლის ერთობლივად გაწეული შრომისა.
ამბობენ სკოლაში ყველაზე დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი ბოლო ზარი არისო!
სწორედ, პირველ და მეთორმეტე კლასის დამრიგებლებმა დასამახსოვრებელი, თბილი, გულისამაჩუყებელი ბოლო ზარით გაცილება მოვუწყეთ აღნიშნული კლასის მოსწავლეებს.
ეს იყო 2020 წლის 20 და 27 მაისს!
სასწავლო წლის ბოლოს კლასის ყველ დამრიგებელმა წაახალისეს მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებით რომელსაც დაარქვეს „მონატრება და სიყვარული“. მადლობას ვუხდი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს, რომლებმაც დააფასეს ყველა პედაგოგის დაუღალავი შრომა და ღირსეული შეფასებებით აღიარეს მასწავლებლების ღირსება!
დიდი მადლობა ამისათვის!
მადლობა მათ, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა წარმატებების მიღწევა.
ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას!
გულწრფელად ვაღიარებ, რომ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელმა ნამდვილად იშრომეს და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენეს.
მადლობას ვუხდი ყველას, ასეთი შრომისთვის, უანგაროდ გვერდში დგომისთვის, სითბოსა და ყურადღებისთვის, რისთვისაც ფასდაუდებელი წახალისება და სტიმული მივიღეთ...
მიხარია რომ არსებობთ ასეთი ნიჭიერი, სიკეთით, სიყვარულით სავსე გულწრფელი ადამიანებისაგან შემდგარი გუნდი, რომლებმაც იცით ერთობლივი შრომით და მონდომებით როგორ „გამოძერწოთ სწორად“.
პატივისცემით, სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე.
„კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“.
იხილეთ ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ - მუნიციპალური ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს