სიახლეები
სკოლები

გორის N1 საჯარო სკოლის VII კლასის ხელმძღვანელმა ლანა ფერაძემ სასწავლო წელი შეაჯამა და სადამრიგებლო კლასის შესახებ ემოციური წერილი დაწერა
15-06-2020
-
+


ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის VII კლასის ხელმძღვანელის, ლანა ფერაძის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პედაგოგმა 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

„ყველაფერი სექტემბერში დაიწყო. პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ეკა აფხაიძემ შანსი მომცა საჯარო სკოლაში დამეწყო მუშაობა, მენდო და VII კლასი მომაბარა სადამრიგებლოდ. დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი, არ ვიცნობდი კოლეგებს, არ ვიცნობდი მშობლებს, არც მათ შვილებს, არავის. კლასში ბიჭები ჭარბობენ, ცელქები არიანო - მესმოდა მსგავსი კომენტარები. ჩვეულზე უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს, ავიღე სადამრიგებლო პროგრამა, დავსახე წლის გეგმა, მოვემზადე პირველი შეხვედრისთვის, რამდენჯერმე სარკის წინაც გავივარჯიშე, რით უნდა დამეწყო, ბევრ რამეზე ვფიქრობდი, როგორ შემხვდებიან, რა მოეწონებათ ჩემი მხრიდან და რა არა, დავწერე, წავშალე, ისევ დავწერე, ისევ წავშალე... ბოლოს რაღაცაზე შევჯერდი... გათენდა, მზიანი დღე იყო, რემონტის გამო, სხვა სკოლაში, დღის მეორე ნახევარში მიწევდა ბავშვებთან შეხვედრა, როგორც იქნა დადგა ნანატრი წამი, ზოგი მშობელი დერეფანში მელოდა, ზოგი უკვე საკლასო ოთახში მაგიდასთან მოკალათებულიყო, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგს ტელეფონი ეჭირა და ლაივი ჰქონდა ჩართული, ზოგის მამაც იყო. მაგრამ მთავარი, მთავარი ის იყო, რომ ბავშები მოუთმენლად მელოდებოდნენ, დიდი ინტერესით მაკვირდებოდნენ.

შევქანდი, მინდოდა წრეში დამესხა ყველა, მაგრამ მაგის დრო არ იყო, დაფასთან დავდექი და დავიწყე - „მე თქვენი ახალი დამრიგებელი ვარ, ლანა ფერაძე...“ იყო ფორმალური საკითხების განხილვაც, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი, საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება, გაცნობის სავარჯიშო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო 5 წუთი აღმოჩნდა.

ბავშვებთან მარტო დარჩენა ვითხოვე, ზოგ მშობელს არ უნდოდა ოთახის დატოვება, მაგრამ მაინც გაყვნენ დანარჩენებს, მე სრულიად მარტო დავრჩი ჩემს მოსწავლეებთან, შევცქეროდი სათითაოდ მათ და ვგრძნობდი, მელოდნენ, რაღაც ახალი უნდოდათ, მაგრამ საყოველთაო, ის რაც სიხარულითა და ენთუზიაზმით აავსებდათ, წინასწარ მომზადებული ყველაფერი დავივიწყე და ვუთხარი , რომ მათიანი ვიყავი და ჩემი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონოდათ, მერე წრეში დავაყენე, ხელები ჩავაკიდინე და სამ თვლაზე შემოვძახეთ - „დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. ისეთი ერთიანობა ვიგრძენი, როგორიც არასდროს, იმ წუთიდან VII კლასი ჩემს ნაწილად გადაიქცა, ყველანი ჩემები გახდნენ, ჩემი დიდი ოჯახის წევრები, სადაც ერთი თბილია, მეორე წყნარი, მესამე მოსიყვარულე, მეოთხე მზრუნველი, მეხუთე კეთილშობილი, მეექვსე ყურადღებიანი, მეშვიდე ენერგიული, მერვე ცელქი, მეცხრე საიმედო, მეათე მოუსვენარი, მეთერთმეტე ერთგული... რაც მთავარია, ყველანი კარგები არიან! მოახერხეს ოცდასამივე წრფელი გრძნობით შემყვარებოდა!

უკვე ერთი სასწავლო წელი გავიდა, რთული და განსხვავებული, მაგრამ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ! ვფიქრობ, მოსწავლეებისა და მშობლების ნდობა მოვიპოვე, ვეცდები ეს ერთწლიანი შთაბეჭდილება არ გავუცრუო და პირიქით, მეტი და კიდევ უფრო მეტი ვაკეთო იმისთვის, რომ ჩემი „გუნდის წევრები“ კარგ ადამიანებად, კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ საინტერესო გახადეს ჩემთვის სკოლაში მუშაობის პროცესი, დიდი მადლობა მათ მშობლებს, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან, გვერდში მიდგანან და მხარს უჭერენ ჩემს ინიციატივებს, დიდი მადლობა ჩემს კლასში შემომსვლელ მასწავლებლებს უდიდესი შრომისთვისა და ერთგულებისთვის, ქალბატონ ნანა ტერმაკოზაშვილს უანგაროდ გაწეული დახმარებისთვისა და, რაც მთავარია, დირექტორს, ეკატერინე აფხაიძეს, რომელმაც მომცა შანსი მოსწავლეების თვალით დამენახა სამყარო და კიდევ უფრო შემყვარებოდა ჩემი საქმიანობის სფერო“,-წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საჯარო სკოლების დაფინანსებას ცვლილებები შეეხება - როგორ განისაზღვრა კოეფიციენტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები იცვლება - როგორია მთავრობის 4-წლიანი გეგმა

„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წარმოდგენამ სკოლაში ზღაპრული საახალწლო განწყობა დაატრიალა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება