სიახლეები
სკოლები

შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი კირჩხელმა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი კირჩხელმა დისტანციურ სასწავლო სემესტრთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.

„ამბობენ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო... ჩვენი შემოდგომა კი ახლა დგება, რადგან იწურება სასწავლო წელი...სასწავლო წლის ბოლოს, ტრადიციულად,  ვაანალიზებთ შედეგებს... მიმდინარე წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - მოდიფიცირებული სასწავლო გეგმები... დისტანციური  გაკვეთილები,  ოლიმპიადები, კონფერენციები, TV და ვიდეო გაკვეთილები... ვირტუალური საკლასო ოთახები,  დისტანციურ რეჟიმში მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, პედაგოგებთან დისტანციური შეხვედრები და  შესაბამისი რეკომენდაციები სასწავლო პროცესის  ნორმალურად წარმართვის მიზნით...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავედით; პედაგოგებთან შეთანხმებით პრიორიტეტულ ამოცანად  დავისახეთ „მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება.“

თავდაპირველად შიშის გრძნობა დაგვეუფლა, როგორ გავართმევდით  თავს ვიდეო გაკვეთილებს, რადგან ეს გამოწვევა ჩვენთვის უცხო იყო... მაგრამ არც ისე საგანგაშო აღმოჩნდა, რადგან წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში TV სკოლის  გაკვეთილები და მშობელთა ჩართულობაც დაგვეხმარა და რაც მთავარია პედაგოგების სამაგალითო, დაუზარებელი, თავდადებული შრომა...

მასწავლებლები ცდილობდნენ ძირითადად  გაკვეთილები კონსტრუქტივისტული მეთოდით წარემართათ,   მოსწავლეთათვის  მიეცათ ე. წ. მამოტივირებელი/პრაქტიკული დავალებები, ანუ ისეთი დავალებები, რომელიც კონკრეტული პროდუქტის შექმნას გულისხმობს. მაგ: მშობლების დახმარებით ან ინდივიდუალურად, სივრცული ფიგურების დამზადება და გაზომვების და გამოთვლების ჩატარება... მეტი ყურადღება გაემახვილებინათ ცოდნის ტრანსფერზე - სწავლის პროცესი დაეკავშირებინათ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროში მიმდინარე პროცესისათვის,  მოსწავლის გამოცდილების სფეროებს, მათთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ კონტექსტს,    რათა შეძლებოდათ მოსწავლისათვის მიმზიდველი დავალების პირობის შექმნა.

დისტანციური სწავლება  შრომატევადია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან შედარებით. მოსწავლეთა ნაწილს  ჰქონდა  პრობლემები: კომპიუტერის, ინტერნეტის და ერთი და იმავე კლასთან და ინდივიდუალურად ბავშვებთან მასწავლებლებს უწევდათ რამდენჯერმე ჩართვა დღეში. ერთი და იმავე გაკვეთილის რამდენჯერმე გამეორება... ზოგს სატელეფონო კავშირით  უხსნიდნენ, ზოგს „მესინჯერში“ უკავშირდებოდნენ, ზოგს „თიმსში“ , ზოგს ,,ზუმში“, ერთი სიტყვით -  ყველა ღონეს ხმარობდენ, რომ მოსწავლეებამდე მიეტანათ ასახსნელი მასალა. რადგან ყველა მოსწავლე ერთად ვერ შემოდიოდა  გაკვეთილზე, დროში ძალიან იწელებოდა ეს პროცესი... იყო  ბარიერები, მაგრამ  პედაგოგებმა შეძლეს მაქსიმუმი და გააგრძელეს საქმის კეთება… დღე და ღამე იმუშავეს, რომ შეერჩიათ პლატფორმა,  ესწავლათ მისი ფუნქციები და შემდეგ კი ეფიქრათ როგორ ესწავლებინათ და მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს /სტანდარტს.

დისტანციური სწავლება მხოლოდ  გაკვეთილის ჩატარებით არ ამოიწურებოდა: განსაკუთრებით მაღალი იყო მოსწავლეთა აქტიურობა izrune.ge -ზე.

2020 წლის 16 მაისს VIII-XII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ კონფერენცია „უცნობი ისტორიები“, 26 მაისს კი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის ონლაინ საღამო „დღეს ჩვენი საქართველო აქ არის!..“(მასწ: მ. ბეჟანიძე).

მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა ონლაინ კონფერენცია ,,მათემატიკა ჩვენს ირგვლივ, მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში!...“       

მე-5, მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა ონლაინ ოლიმპიადა მათემატიკაში ,,მე მიყვარს მათემატიკა!“ აღნიშნული ოლიმპიადა ძირითადად მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა. (მასწ: ლ. კირჩხელი)

25 მარტს ჩატარდა  კლასის საათი თემაზე ,,ჩვენ და პანდემია“, სადაც  დაწვრილებით ისაუბრეს კორონავირუსზე, იმსჯელეს მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციების დაუცველობამ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს.

30 აპრილს ,,მე და საზოგადოებაში“ ჩავატარეთ დისკუსია თემაზე ,,ჩვენი უფლებები და მოვალეობები“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პატარ-პატარა ესეები, იმის შესახებ, თუ რა მიაჩნიათ უფლებად და  რა მოვალეობად. აღნიშნულმა დისკუსიამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში,  სასწავლო წლის ბოლოს  წარმოადგინეს ონლაინ ღონისძიება „ეს წიგნი ერის ბურჯია“, (ლ. ტაკიძე).

ვირტუალურად მოეწყო  ღონისძიება სახელწოდებით „ანიდან ჰაემდე“,  რომლის ნახვა ვიდეორგოლის საშუალებით შესაძლებელია  „იუთუბზე“ და საიტზე etaloni.ge.

სისტემატიურად ტარდებოდა კლას-საათი თემაზე  „ჰიგიენის დაცვა“,  სადაც მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრებოდნენ  პირადი ჰიგიენის დაცვაზე, მსჯელობდნენ, რომ პირადი ჰიგიენის დაცვა პირდაპირ კავშირშია ეხლანდელ პანდემიასთან  და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს პირადი ჰიგიენის დაუცველობამ, კონკრეტულად ხშირად ხელების დაუბანლობამ და დისტანციის დაუცველობამ. ( მასწ: მაია ჩიჯავაძე).

X  კლასში ჩატარდა  ონლაინ დისკუსია - „სახელმწიფო ეკონომიკა პანდემიის დროს“;  IX კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს სლაიდ შოუ - „ხელისუფლების დანაწილება და მართვის დონეები“, რომელიც წარმოადგინეს ონლაინ პრეზენტაციის სახით.  VII კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თხზულებაზე - „დემოკრატიული სკოლა“. (მ. თედორაძე)

დისტანციურად წარიმართა დიალოგი სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: „საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე - 9 აპრილი“. (ბიბლიოთეკარი:  ნ.  ჩხუბაძე ).

ხალისით მუშაობდნენ მოსწავლეები  პროექტზე „ვსწავლობთ უკონფლიქტოდ ცხოვრებას” (მასწ: ნ. ქავჯარაძე).

ონლაინ რეჟიმში ჩატარდა კლას-საათი „დედამიწა ჩემი სახლია“, სადაც მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ისაუბრეს როგორც პირადი ჰიგიენის, ასევე გლობალური დაბინძურების საფრთხეებზე. გამოკვეთეს ძირითადი საკითხები:  „მე და დედამიწა,“ გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარს... მე შევძლებ, შენ?...(მასწ: ჯ. შაქარიშვილი) და სხვა.

კონფერენციებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექციის მიერ დაჯილდოვდნენ პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, ხოლო დანარჩენ მონაწილე მოსწავლეებს კი - გადაეცათ სერტიფიკატები.

საგნის მასწავლებლების მიერ მოსწავლეებს გადაეცათ მადლობის სიგელები დისტანციურ სწავლებაში აქტიური  ჩართვისა და კრეატიული დავალებების შესრულებისთვის.

სკოლის ყველა თანამშრომელს დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში აქტიური მონაწილეობისათვის  გადაეცათ  მადლობის სიგელი,  ხოლო TV სკოლის გენერალური დირექტორის მიერ  2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური   სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და  ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისათვის სკოლის ყველა მასწავლებელი დაჯილდოვდა სერტიფიკატით და გამოეცხადათ მადლობა.

მასწავლებელთა ინიციატივით  TV სკოლის გენერალური დირექტორის მიერ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მოსწავლის სერტიფიკატით გლობალური პანდემიის პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციურ სასწავლო პროცესში წარმატებით ჩართვისათვის.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო  სკოლის მთელ კოლექტივს, მზრუნველ მშობლებს და მოტივირებულ მოსწავლეებს იმ დაუღალავი შრომისათვის, რომლებიც მათ გასწიეს გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ყველა პრობლემა გაივლის და მხოლოდ ლამაზი მოგონებები დაგვრჩება დღეებზე „დარჩი სახლში“.

ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კირჩხელი.

13. 06. 2020 წ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)

3 აგვისტოს ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის დირექტორი, რომან ჯაიანი etaloni.ge-ს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა

მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის განახლდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

გამოცდები, მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს ნამუშევრები თემაზე: „ქალები გმირები“ - რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე 

როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის

სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა
საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება