მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა - საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები, რომლის წინაშეც თითოეული ჩვენგანი მსოფლიო პანდემიამ დააყენა, ასე თუ ისე წარმატებით დაიძლია და შედეგების შეჯამების დროც დადგა.
გია გოგუაძის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექცია სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს; მადლობას უხდის მათ დისტანციური სწავლების პერიოდში გამოჩენილი ძალისხმევისა და უდიდესი პასუხისმგებლობისთვის.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოხვაურის საჯარო სკოლისთვის ონლაინ-სწავლება წარმატებული აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, საქართველოს პედაგოგიური საზოგადოება მობილიზებული იყო, მოსწავლეებისთვის სათანადო განათლება მიეცათ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას არ ჩამორჩენოდნენ, სკოლის ადმინისტრაციამ კეთილი საქმისთვისაც მოიცალა - მათ htps://stopcov.ge-ს ანგარიშზე აპრილის ხელფასიდან თანხა (1080 ლარი) გადარიცხეს. გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექცია ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელსა და პედაგოგს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ - მუნიციპალური ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს