მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
2019 -2020 სასწავლო წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით. ვერავინ იფიქრებდა, ასე თუ შეიცვლებოდა ჩვენი დღის რეჟიმი. გამოწვევებთან გამკლავება არ იყო ადვილი, მაგრამ სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა წარმატებით გაუმკლავდა ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო აღმოვჩნდით.
სწორედ ამ საკითხზე საუბრობს სკოლის დირექტორი რომან ჯაიანი Etaloni.ge-სთან და აღნიშნავს, რომ „პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი და დაუღალავი ძალისხმევით შევძელით, დაგვეძლია სწავლა-სწავლების პროცესში არსებული სირთულეები“.
ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს ტელესკოლის გაკვეთილების მოსმენა, ჩაერთნენ განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაში edu,feedc.com; მასწავლებლები ასევე იყენებდნენ სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კომუნიკაციას.
რომან ჯაიანი, აქვე, ყურადღებას ამახვილებს მშობელთა ჩართულობაზე, რამაც მოსწავლეებიცა და სკოლაც სასურველ შედეგებზე გაიყვანა:
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მშობელთა აქტიური ჩართულობა, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, ასევე კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, როგორიც იყო: სააღდგომო ღონისძიება, დედამიწის დღის, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისა და ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა“.
არსებულ სიტუაციასთან გამკლავება ადვილი არავისთვის ყოფილა, თუმცა „მიუხედავად გამოწვევებისა, სასწავლო პროცესი შედგა და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებულად. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის, მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისათვის და მოტივირებულ მოსწავლეებს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობისათვის“, - დასძენს სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ჯაიანი, რომელმაც მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც კი მადლობის სიგელები გადასცა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ისაუბრეს სენაკელი გმირის ისტორიულ წარსულზე