სიახლეები
საინტერესო

„ვისაც არ სჯერა, მინდა ვუთხრა - COVID-19 არსებობს და არ შეიძლება მოდუნება!“ - ინტერვიუ სკოლის „კორონავირუსით“ ინფიცირებულ თანამშრომელთან
17-06-2020
-
+


როდესაც COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა, შვილებთან გასაუბრება გადაწყვიტა - მეუღლესაც უთხრა, რომ დიდი ალბათობით მათაც დადებითი პასუხი ექნებოდათ და არ უნდა შეშინებოდათ.

როგორც თავად ამბობს, მორალურად საკმაოდ რთული იყო საკუთარი დიაგნოზის ფონზე ოჯახის წევრების დამშვიდება; შვილები ვირუსისთვის არ ემეტებოდა და დროც ცოტა იყო - საავადმყოფოში გადაჰყავდათ. Etaloni.ge- ბოლნისის ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელი საკუთარ ისტორიას უამბობს დიაგნოზის დადასტურებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე.

- ის სიმპტომები, რომელიც ზოგადად „ახალ კორონავირუსს“ ახასიათებს, არ მქონია... თავიდან ჩვეულებრივი გაციება მეგონა - არც ყელის სიმშრალესა და არც ხველას შევუწუხებივარ. მტკიოდა თავი, კუნთები, განსაკუთრებით ზურგის არეში... ერთადერთი განსხვავებული იყო კანის ცხელება გარედან, ამ დროს მაღალი სიცხე არ მქონია, მხოლოდ - 37,4.

- და როგორ მოიქეცით, ოჯახის ექიმს მიმართეთ?

- ეპიდემიოლოგებს მივაკითხე, შემამოწმეს და ვირუსი დამიდასტურდა. მოგვიანებით COVID-19 ჩემი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ, ოღონდ მათ, ჩემგან განსხვავებით, ფილტვების დაზიანება არ ჰქონიათ.

- ალბათ ადვილი არაა, მორალურად ძლიერი დარჩე, როდესაც ასეთ ინფორმაციას იგებ.

- სიმართლე გითხრათ, მშიშარა არ ვარ და ზედმიწევნით ვითვალისწინებდი ექიმების რეკომენდაციებს, უბრალოდ, იმ პერიოდში ოჯახის წევრებზე ძალიან ვნერვიულობდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მათაც დაუდასტურდებოდათ ვირუსი, ამიტომ მეუღლე და ბავშვები გავაფრთხილე - ვუთხარი, არ შეშინებოდათ, ჩანთაში საკუთარი ნივთები ჩაელაგებინათ, რადგან არ ვიცოდით, რომელ საავადმყოფოებში გადაგვიყვანდნენ. ეს კი უდავოდ რთული გადასატანი იყო ფსიქოლოგიურად, გაურკვევლობა, განშორება, მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდი... საბედნიეროდ, ჩვენი მედიცინა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და უკეთ გაართვეს თავი, ვიდრე განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებმა. ამ მხრივ სატრაბახო ნამდვილად გვაქვს.

- სად მკურნალობდით?

- გადამიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანთან... კახა ჭელიძე იყო ჩემი  ექიმი და მათი უზომოდ მადლობელი ვარ. ექიმები არც ერთ წუთს არ გვტოვებდნენ უყურადღებოდ, მუდმივად გვიტარებდნენ კვლევებს, გვერდიდან არ გვშორდებოდნენ, სიტყვიერადაც გვამხნევებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ჩემ შვილებს ვირუსი დაუდასტურდათ, ისინიც ჩემთან მოიყვანეს.

- ლევან რატიანი ახსენეთ, რომლის ლოყების დაჩქმეტაზეც ლამის ნახევარი საქართველო ოცნებობს...

- საუკეთესო პიროვნებაა, გულიანი ადამიანი, თბილი მოსაუბრე... საოცარი პიროვნებაა ლევან რატიანი, თუმცა არა მხოლოდ ის - კახა ჭელიძე, თავის გუნდთან ერთად, პროფესიონალიზმის ნათელი მაგალითია.

- ინტერვიუზე კონფიდენციალობის დაცვის პირობით დაგვთანხმდით. რატომ მალავთ ვინაობას და ზოგადად, რატომ არ ამჟღავნებენ პაციენტების სახელებს?

- საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, ნაწილს სხვანაირი მიდგომა აქვს და ექიმებიც, პაციენტების ვინაობას, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე მალავენ.

- მკურნალობის შემდეგ სახლში დაბრუნდით, თქვენ ოჯახთან ერთად. სამეზობლო როგორ შეგხვდათ?

- სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ სახლში კიდევ ორი კვირა იზოლაციაში ვიყავით. თავიდან იყო პატარ-პატარა ლაფსუსები ურთიერთობებში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეც არ მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, ამ პერიოდში გარეთ გამოვსულიყავი... ყველას ვერ აუხსნი, რომ იმუნიტეტი გაქვს და  საშიში თუ გადამდები აღარ ხარ; გარდა ამისა, რატომ უნდა დამეყენებინა საფრთხის წინაშე სხვა ადამიანები. ამიტომ იზოლაციაში ყოფნა, ძალიან კარგი გამოსავალი იყო.

- რას ურჩევდით მოსახლეობას?

- „კორონა არ არსებობს“ - საზოგადოების ნაწილს ასეთ დამოკიდებულება აქვს და მათ მინდა ვუთხრა - COVID-19 არსებობს და არაფრით შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიმაღლოს სამოქალაქო თვითშეგნება, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება