მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასმა დისტანციურ სასწავლო პროცესს კარგად გაართვა თავი. მოსწავლეებს „თიმსის“ პროგრამაში უტარდებოდათ ქართულის, მათემატიკის, ბუნების, ინგლისურისა და ხელოვნების გაკვეთილები. ბავშვები ონლაინ გაკვეთილებში სიხარულით ერთვებოდნენ, რის გამოც წლის ბოლოს სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.
„IIIდ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ნ. ყაჭეიშვილი) მსოფლიო პანდემიის გამო სრულად გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. მოსწავლეებს უტარდებოდათ ქართულის, მათემატიკის, ბუნების, ინგლისურისა და ხელოვნების გაკვეთილები. Teams- ის პროგრამამ საშუალება მოგვცა საგაკვეთილო პროცესი წარგვემართა სრულყოფილად, მომხდარიყო გამოკითხვა და ახალი მასალის ახსნა.
იმისათვის რომ, საგაკვეთილო პროცესი მიახლოებოდა რეალურს, ვიყენებდი Power Point- ს, სადაც ვაწყობდი საინფორმაციო და სახალისო პრეზენტაციებს. 10-მდე მოსწავლე ვერ ახერხებდა Teams- ში ჩართვას და მათთვის გაკვეთილები Facebook-ის საშუალებით ტარდებოდა.
IIIდ კლასის მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ TV-სკოლაშიც. ის ბავშვებისათვის საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა. მიიღეს სიგელები, რამაც მათი მოტივაცია აამაღლა.
მე ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ რთულ გამოწვევას გავმკლავებოდით. დავასრულეთ პროგრამა და გადავედით მეოთხე კლასში. მადლობა ჩემს პატარებს და მათ მშობლებს, რომლებიც სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებაში აქტიურ მონაწილეობდნენ.
IIIდ კლასის მოსწავლეების სახელით, მინდა საქართველოს ყველა ბავშვს მივულოცო სასწავლო წლის დასრულება. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები ვუსურვო“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს !
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა
გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ