მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. პედაგოგები მოსწავლეებს და მათ მშობლებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ. მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ცირა ცეცხლაძემ მასწავლებელს, თამარ იშხნელიძეს კლასის სახელით მადლობის წერილი მიუძღვნა.
„ძალიან სწრაფად გავიდა ოთხი წელი... ჩაქვის N1 საჯარო სკოლის IVა კლასის ბავშვებისა და მშობლების სახელით, პატივისცემითა და დიდი სიყვარულით მინდა მადლობა გადავუხადო ამავე კლასის ხელმძღვანელ ქალბატონ თამარ იშხნელიძეს, იმ წლებისთვის რაც ჩვენს შვილებს მიუძღვნა. თამრიკო მასწავლებელო თქვენ ჩვენი შვილების პირველი მასწავლებელი იყავით. თქვენ მოუმზადეთ საფუძველი ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს. მიიღეთ ჩვენგან გულწრფელი მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ აკეთებდით. თქვენი დამსახურებით ჩვენმა პატარებმა გადალახეს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ახლა ძალიან რთულ პირობებში, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში გვიხდება გამოემშვიდობება თქვენთან... ყველა ბავშვისა და მშობლის სახელით მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წარმატებული და ნაყოფიერი შრომა, უფლის წყალობა. პატივისცემას, დიდ ძალას, მოთმინებას, წარმატებებს, მრავალი თაობების აღზრდას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.
ასევე დიდი მადლობას ვუხდით საგნის პედაგოგებს: თამუნა გოგიტიძეს, მაია დათუნაიშვილი. დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ ტარიელ ქათამაძეს, ყოველთვის ყოველ ბავშვსა და მასწავლებელზე მხარში დგომისთვის. მთელი სკოლა ამაყობს თქვენით...გმადლობთ!“- წერს ცირა ცეცხლაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს !
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა
გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ