მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მასწავლებლები საყვარელ მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ. პედაგოგი ლელა ჭურკვეიძე სადამრიგებლო კლასს ვიდეორგოლით და თბილი სიტყვებით დაემშვიდობა:
„რა შესანიშნავი დღე გათენდა! დღეს განსაკუთრებული დღეა-სკოლას ეთხოვებით, მაგრამ ამ დღეს თქვენ უჩვეულო გარემოში ხდებით და გული გწყდებათ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც თქვენ წარმოგედგინათ. დღეს თქვენი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელი ზარიც უნდა დარეკილიყო! მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მიმდინარე პანდემიის გამო თქვენი ჩანაფიქრები შეიცვალა და უჩვეულოდ წარიმართა. ნუ იდარდებთ ყველაფერი მაინც თქვენს ხელშია, ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც თავად გსურთ.
თქვენთან ერთად გატარებული წლები ტკბილად მომაგონდება, რადგან ბრწყინვალე და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იყო როგორც კარგი, ასევე რთული მომენტები... გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს, თქვენი მიზნებისა და ოცნებების ასრულებას... მიყვარხართ ძალიან! თქვენი დამრიგებელი“- წერს ლელა ჭურკვეიძე.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს !
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა
გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ