მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში საგანმანათებლო პროცესი წარმატებით დასრულდა და მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები სამახსოვრო დიპლომებით დასაჩუქრდნენ.
2019-2020 სასწავლო წელი მეტად უჩვეულო აღმოჩნდა. სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების, სწავლა-სწავლების, მიღწეული შედეგების შესახებ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა სკოლის დირექტორმა სილვა ამირიანმა.
გთავაზობთ ტექსტს სრულად:
„სასწავლო წლის დასაწყისში, როცა შემუშავდა სკოლის სამოქმედო გეგმა, კლასგარეშე ღონისძიებების, კლასის დამრიგებელთა სამუშაო გრაფიკი და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობა, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საგულდაგულოდ დაგეგმილი ერთ დღეს სრულიად უსარგებლო აღმოჩნდებოდა.
თავიდან ვეჭვობდი და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაღელვებდა: შეძლებს სკოლა ამ უჩვეულო გამოწვევის მიღებას? შევეგუებით ახალ მოცემულობას? ჩავატარებთ გაკვეთილებს დისტანციურად?.. და ეს არც იყო გასაკვირი,რადგან მსგავსი გამოცდილება არ გვქონია!
თუმცა ეს შფოთვები მხოლოდ თავიდან იყო.
უკვე რამდენიმე დღეში გამოიკვეთა მასწავლებელთა მონდომება და მობილიზება: ვინც სწრაფად შეძლო „თიმსის“ საორგანიზაციო საკითხებში გარკვევა, სხვებსაც უზიარებდა გამოცდილებას და გააქტიურდა ყველა საკლასო ოთახი ყველა საგანში. სკოლის სოციალური გვერდი აქტიური მიმოწერის,სასარგებლო რჩევებისა და მიღებული გამოცდილების გაზიარების არენად იქცა, რამაც შეამსუბუქა ჩვენი საქმიანობა.
მნიშვნელოვანია აღვნიშნო მშობელთა მხარდაჭერის ძალა. წარმოიდგინეთ, მათაც კი, ვისაც პანდემიამდე არ ჰქონია უკაბელო ინტერნეტი, ეს რესურსი მოიძიეს; უზრუნველყვეს შვილები ტელეფონებით და კომპიუტერებით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით შედგა გაკვეთილების გრაფიკი. სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. პარალელურად იყენებდა ტვ-სკოლის საგანმანათლებლო რესურსს, რისთვისაც მასწავლებლები და მოსწავლეები დასაჩუქრდნენ წამახალისებელი სიგელებით.
დისტანციურად ჩატარდა ბოლო ზარი, ანბანის ზეიმი პირველკლასელთათვის და მე-4 კლასის საზეიმო ღონისძიება, აღინიშნა მნიშვნელოვანი თარიღები, თუმცა, ვფიქრობ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ცოცხალი ურთიერთობები შეუცვლელია და სხვა ხიბლი აქვს.
დასრულდა ეს სასწავლო წელი და მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებიც ამ გამოწვევისას ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და მიზნის მისაღწევად შეუძლებელი შეძლეს!
სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ჩვენი მადლიერების გამოთქმა ისევ დისტანციურად გვიწევს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სასწავლო წელს ძველებურად შევხვდებით მონატრებული სკოლის კედლებში!“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა...
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ
მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა...
მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა