მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლე ალეკო დუმბაძემ სასწავლო საგანზე - „მე და საზოგადოება" საკუთარი შეხედულება წერილობით გადმოსცა. მისი მასწავლებელი დალი თურმანიძეა.
რა ცოდნა შემძინა „მე და საზოგადოებამ?"
„საგანი „მე და საზოგადოება“ - არის ის საგანი, რომლის მეშვეობით მე მივიღე ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ იყოს ჯანმრთელი. ღირებული ინფორმაცია მივიღე, თუ როგორ უნდა მოვიქცე ბუნების დასახმარებლად და გადასარჩენად. ასევე გავიაზრე, თუ რატომ არის საჭირო მცენარეების მოვლა-პატრონობა, ტყე-პარკების მნიშვნელობაზე და გამოყენებაზეც ბევრი რამ მასწავლა დასახელებულმა საგანმა. მიზანმიმართული ინფორმაცია მივიღე კანონებზე, უფლებებსა და მოვალეობებზე.
„მე და საზოგადოება“ არის საგანი, რომლის მეშვეობით ბავშვები ვიწყებთ სამყაროს აღქმასა და ცხოვრების მართებული სტილის შექმნას. ეს საგანი აუცილებელია ყველა ჩვენგანისათვის, იმიტომ რომ ბავშვი ღებულობს ბევრ ინფორმაციას კულტურის, ბუნების, კანონების, უფლებების, მოვალეობების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი და სწორი ცხოვრების შექმნაში უდიდეს როლს ითამაშებს, თუ ყველა წესს სწორად დავიცავთ....
ონლაინ სწავლებამ სრულყოფილად მომცა შესაძლებლობა, ყველა გაკვეთილი მესწავლა, შემექმნა ღირებული რესურსი და სანიმუშო დავალებები, მადლობა ჩვენს მასწავლებელს სასარგებლო საგნის უმაღლესი დონით მოწოდებაში, გაკვეთილების მრავალფეროვანი რესურსითა და ვიდეო მასალებით გადმოცემაში, რის საფუძველზე ყოველი საგაკვეთილო დღე სიახლეებით იყო დატვირთული და მოტივაციაც ამაღლებული“,-აღნიშნავს მოსწავლე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა...
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ
მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა...
მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა