სიახლეები
სკოლები

„ვიზრუნოთ, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლის კარი ღია დავახვედროთ მომავალ თაობას“-თრიალეთის საჯარო სკოლის დირექციამ სასწავლო წელი შეაფასა
17-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაფასა. დირექციის წერილში გამოთქმულია იმედი, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლა ღია კარით შეხვდება მოსწავლეებს.                                

„ბატონ ომარ ვანაძის ლექსით მინდა დავიწყო  2019-20 სასწავლო წლის დამთავრების მილოცვა.

„თუ სამსხვერპლოა, ვიყო პირველი, თავი გავწირო ერთმა,
ეს სილამაზე და სიყვარული, რომ დაუბრუნოს ღმერთმა“.

თრიალეთის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას. დღე, რომელიც ყველას უხაროდა, სკოლა მთავრდებოდა, დღეს ეს სიხარული შეცვალა სინანულმა, რომ ასე ჩუმად, ასე წყნარად დასრულდა სასწავლო წელი. ვუსურვოთ ერთმანეთს ჯანმრთელი მომავალი,  გავუფრთხილდეთ  ხვალინდელ დღეს, პატივი ვცეთ რწმენას, მამულს და მის ენას. გულთან ახლოს მივიტანოთ ქვეყნის გულისტკივილი და აქედანვე ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლის კარი ღია დავახვედროთ მომავალ თაობას. ღმერთო, მოგვეცი ძალა და მხნეობა, რომ სკოლას დავუბრუნოთ სიყვარული, სიხარული და სილამაზე.

ბატონ ომარ ვანაძის  ლექსით დავიწყე და მინდა მისივე ლექსით დავამთავრო:                   

„რა ქართველი ხარ თუ არ იწამე!
ამ მიწის მადლი, ვარდების ფენა?
თუ გულთან ახლოს არ მიიტანე
რწმენა, მამული და მისი ენა!“


იხილეთ ფოტო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

სიახლეები
საზოგადოება