მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ომიდან პანდემიამდე“ - გორის N12 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ მახვილაძე ემოციური წერილით ემშვიდობება მასწავლებლებს და მეგობრებს. წერილში მოსწავლე სკოლაში შესვლის დღიდან დღემდე განვლილ გზას აღწერს და მასწავლებლებს მადლობას უხდის.
ომიდან პანდემიამდე ...
"2008 წელს ყველა მომავალი პირველკლასელი სასკოლო სამზადისში ვიყავით, როცა ჩემს ქალაქში, ჩემი სკოლის დასახლებაში, პირველი ბომბები ჩამოვარდა. ალბათ გახსოვთ ნაცარტუტადქცეული ლურჯაივნიანი კორპუსები...
სექტემბერში, როდესაც სკოლაში შევაბიჯე, მახსოვს, დედაჩემმა გათენებისა და სკოლაში წასვლის მოლოდინით სავსეს მითხრა- ჯერ სწავლა არ დაგეწყება, სკოლას აკეთებენო...დღეებს ვითვლიდი სკოლაში წასვლამდე, ერთი სული მქონდა ბავშვებთან მეთამაშა, წერა-კითხვა მესწავლა...
სკოლამ და კლასმა, რომელშიც მე გავიზარდე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი, მაჩუქა უამრავი ბედნიერი, ხალისით სავსე დღე, დამიტოვა მოგონებები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება და ცუდ ხასიათზე მყოფს მუდამ ღიმილს მომგვრის სახეზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩემს აღზრდაში, წარმატებაში... ჩემს პირველ მასწავლებელს, ნინო თოფჩიშვილს, რომელმაც ,,აი-იას“ გარდა, შთამაგონა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი.
მადლობას ვუხდი ჩემს დამრიგებელს, ახლა უკვე ჩემი და ჩემი კლასელების მეგობარს. ხათუნა მასწავლებელმა რვა წლის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის სასკოლო ცხოვრება გააფერადა და სკოლის დღეები ბედნიერებით სავსე მოგონებებად გვიქცია.
...............................
დღეს 2020 წლის 20 მაისია. მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, საქართველოში კი ჩემი თანატოლები სახლში სხედან და მაისურებზე დაწერის, ჩახუტების ნაცვლად ერთმანეთს „მესიჯებით“ ულოცავენ ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპის საწყის დღეს.
გილოცავთ ყველა მე-12 კლასელს, ჩემი ბავშვობის მეგობრებს.
გისურვებთ ბედნიერ, მხიარულ, წარმატებებით სავსე დღეებს მთელი ცხოვრების გზაზე, ბავშვობის ოცნებების ასრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას“,-წერს მოსწავლე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.