სიახლეები
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დები - ანი და მარიამ ფაილოძეები მასწავლებლებისა და მეგობრების მონატრებაზე ჩანაწერებს გვიზიარებენ
17-06-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დები - ანი და მარიამ ფაილოძეები სკოლის და მასწავლებლების სიყვარულზე წერენ. დები იმედოვნებენ, რომ სექტემბერში ახალი სასწავლო წელი შეუფერხებლად დაიწყება და მონატრებულ მეგობრებს ჩაეხუტებიან.

„3 თვის შემდეგ დღეს პირველად წავედი სკოლაში. მოუთმენლად ველოდებოდი გათენებას. სკოლაში წასასვლელად რომ მოვმზადებულიყავი. თურმე როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი. გულისფანცქალით მოვემზადე, თითქოს სკოლის პირველი დღე ყოფილიყო. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სკოლას, მით უფრო ვღელავდი. საოცარი გრძნობა დამეუფლა სკოლის კარი რომ შევაღე. ჩემი თბილი და საყვარელი მასწავლებლების და თანასკოლელების დანახვისას ცრემლები მომაწვა. მასწავლებლების თბილმა დახვედრამ საოცარი შეგრძნება დატოვა ჩემში...წინ კიდევ 3 თვეა და ეს 3 თვე ჩემთვის ყველაზე რთული იქნება. ალბათ, იკითხავთ რატომ? ახლა ხომ საზაფხულო არდადაგებია? გართობის და დასვენების დროა. მე გეტყვით რატომაც იქნება რთული, იმიტომ რომ აღარ გვექნება ონლაინ გაკვეთილები, რომელიც ასე თუ ისე მივსებდა სკოლის, მასწავლებლების, მეგობრების, ამხანაგების თუ ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის მონატრებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, სექტემბერში ისევ განახლდება სკოლა და ეს ვირუსი ხელს არ შეგვიშლის, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რომ გავაგრძელოთ“,- წერს V კლასის მოსწავლე ანი ფაილოძე.

მისი III კლასის მოსწავლე და, მარიამ ფაილოძეც გვიზიარებს საკუთარ ემოციებს და სინანულით აღნიშნავს, რომ სკოლაში დასთან ერთად წასვლა ვერ შეძლო.

„მე მარიამ ფაილოძე ვარ. მესამე კლასის მოსწავლე, რომელიც 3-თვიანი კარანტის შემდეგ მოუთმენლად ველოდებოდი სკოლაში წასვლას წიგნების ჩასაბარებლად. მინდოდა ის რამდენიმე საათი სკოლაში გამეტარებინა, ჩავხუტებოდი და მოვფერებოდი ჩემს საყვარელ მასწავლებლებს, ამხანაგებს და თანასკოლელებს, მაგრამ...მე ვერ მოვახერხე სკოლაში წასვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბოლო კვირა ვერც ონლაინ გაკვეთილებს დავესწარი, რომელიც ოდნავ მაინც მივსებდა სკოლის მონატრებას. მე ჩემი წიგნები ჩემს დას გავატანე და თვალცრემლიანი გავაცილე სკოლაში. წინ კიდევ 3 თვეა საზაფხულო არდადაგების. იმედი მაქვს, სექტემბერში ჩვეულებრივად გავაგრძელებთ სწავლას და ჩემს მონატრებულ ამხანაგებს და მასწავლებლებს ჩავეხუტები“,-აღნიშნავს მარიამი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)

3 აგვისტოს ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის დირექტორი, რომან ჯაიანი etaloni.ge-ს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა

მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის განახლდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

გამოცდები, მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს ნამუშევრები თემაზე: „ქალები გმირები“ - რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე 

როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის

სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა
საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება